Advertisement
თუ ყველა გზა რომში მიდის🇮🇹აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა იმოგზაუროთ მარადიულ ქალაქში. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ უფრო შორს წავიდეთ და ნახევარი იტალია შემოგთავაზოთ რომის ფასად. 😊🇮🇹🇮🇹🇮🇹
რომი - ფლორენცია - ვენეცია - მილანი - კომოს ტბა !
16-17-18-19-20-21-22 მარტი (7 დღე/6ღამე)
ტურის დეტალური აღწერა:
დღე 1 (16 მარტი)
🔰06:20 საათი, ფრენა ქუთაისიდან რომის მიმართულებით
🔰07:20 საათი (ადგილობრივი დროით)- ჩაფრენა რომის აეროპორტში
🔰ვენეციის მოედანი
🔰ვენეციის სასახლე, რომლის ნაწილიცაა ბაზილიკა სან-მარკო (IV საუკუნის ფრესკებით)
🔰კაპიტოლიუმის ბორცვი- ის ერთ-ერთია იმ შვიდ ბორცვთაგან, რომლებზეც ძველი რომი შეიქმნა.
🔰კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარეობს აგრეთვე ბაზილიკა სანტა-მარია-ინ-არაჩელი, რომელშიც იხილავთ ღვთისმშობლის X საუკუნის ხატს, წმინდა ელენეს წმინდა ნაწილებსა და ყრმა იესოს ქანდაკებას (ამბობენ, რომ მას სამკურნალო თვისებები გააჩნია). ბაზილიკაში შესვლა უფასოა.
🔰რომის ფორუმი- ოდესღაც რომისა და რომის იმპერიის ცხოვრების ცენტრი , მოგვიანებით - ქალაქის მივარდნილი და გავერანებული ადგილი, დღეს კი მას უამრავი ტურისტი თუ არქეოლოგი სტუმრობს
🔰კოლოსეუმი- ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა აპენინის ნახევარკუნძულზე. ანტიკური ეპოქის მონუმენტური ნაგებობა რომის ისტორიულ ცენტრში, "მარადიული ქალაქის" შუაგულში.
🔰ტრევის შადრევანი- შეგიძლიათ ზურგშექცევით დადგეთ, თვალები დახუჭოთ და მონეტა მარჯვენა ხელით წყალში გადააგდოთ. ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში რომში აუცილებლად დაბრუნდებით. 😊
🔰დაბინავება რომის სასტუმროში
დღე 2 (17 მარტი)
🔰საუზმე სასტუმროში
🔰მოგზაურობას via Sistina- იგივე ესპანეთის მოედნიდან დავიწყებთ. სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა, იქვე კი ცნობილი შადრევანი "ბარკაჩაა". კიბის მიმდებარედ XVI საუკუნის წმინდა სამების ეკლესიას ვნახავთ (Santa Trinita dei Monti). აქ არის დანიელე და ვოლტერას ცნობილი ფრესკა "ჯვრიდან გარდამოხსნა" .
🔰ესპანეთის კიბის გავლით კვლავ ესპანეთის მოედანზე ჩავალთ - ეს რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სავაჭრო ზონაა. აქ შეგიძლიათ via Condotti-ზე გაისეირნოთ - რომის ძალზე საინტერესო სავაჭრო ქუჩაზე. სხვათა შორის, ამ ქუჩის 86 ნომერში მდებარეობს კაფე "გრეკო", რომელსაც თავის დროზე სტუმრობდნენ შილერი, სტენდალი, გოეთე და სხვა ცნობილი პიროვნებები. შემდეგ via di Campo Marzio-ზე გავისეირნებთ. ეს რომის ერთ-ერთი უძველესი ნაწილია.
🔰უძველესი პანთეონი, რომელიც ჯერ კიდევ 126 წელს არის აგებული იმპერატორ ადრიანეს დროს, პანთეონის წინ აღმართულია ფარაონ რამზეს II-ის ობელისკი და შადრევანი.
🔰 წმინდა ანგელოზის ციხეკოშკი (Castel Sant’Angelo), რომელსაც ადრიანეს მავზოლეუმსაც უწოდებენ (Mausoleum of Hadrian). ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია რომში. მას საფუძველი ჯერ კიდევ 135 წელს ჩაეყარა იმპერატორ პუბლიუს ადრიანეს დროს. საუკუნეების განმავლობაში ის იყო საძვალე, თავდაცვითი ნაგებობა, რომის პაპების რეზიდენცია, ციხე, ახლა კი სამხედრო ისტორიული მუზეუმი (Museo Nazionale di Castel Sant’Angelo) და საოცარი არქიტექტურული ძეგლია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს რომში ჩასულმა ყველა ტურისტმა.
🔰ვატიკანი : წმინდა პეტრეს მოედნიდან დავიწყებთ კათოლიკური სამყაროს ცენტრის მონახულებას, შევალთ წმინდა პეტრეს ტაძარში, რომელიც იმ ადგილას არის აღმართული, სადაც პეტრე მოციქული აწამეს. ტაძარში შესვლა უფასოა.
შეიძლება ითქვას, რომ ვატიკანი მთლიანად ერთი დიდი მუზეუმია, რომელიც აუცილებლად უნდა დაათვალიეროს ყველამ, ვინც კი რომს ეწვევა.
🔰გამგზავრება რომიდან ფლორენციაში და განთავსება ფლორენციის სასტუმროში.
დღე 3 (18 მარტი)
🔰საუზმე სასტუმროში
🔰ფლორენცია- ცნობილია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კულტურული და ისტორიული ქალაქი, რომელიც სავსეა საოცარი არქიტექტურითა და ღირსშესანიშნავი ადგილებით. ეს საოცარი ქალაქი ისეთი ცნობილი ადამიანების სახლს წარმოადგენდა, როგორებიც იყვნენ ლორენცო მედიჩი, დანტე, მიქელანჯელო, დონატელო და გალილეო.
🔰სანტა მარია დელ ფიორეს კათედრალი-თუ 463 საფეხურს აივლით, მოხვდებით ფლორენციის უმაღლეს წერტილში, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება ქალაქზე.
🔰პალაცო ვეკიო(Palazzo Vecchio)-ეს ნაგებობა ფლორენციის რესპუბლიკის სასახლეს წარმოადგენდა, შემდგომ წლებში კი ის ქალაქის მერიად გადაკეთდა.
🔰პონტე ვეკიო -ფლორენცია სავსეა ცნობილი შენობებით, პონტე ვეკიო კი ძალიან ცნობილი და ძველი ხიდია ქალაქში. ისტორიულ ჩანაწერებში ის ჯერ კიდევ 996 წლით თარიღდება, მაგრამ მისი ნამდვილი წარმომავლობა უცნობია.
🔰უფიზის სასახლე და გალერეა-მუზეუმში წარმოდგენილია რენესანსის ხელოვნების უზარმაზარი კოლექცია ისეთი ხელოვანებისგან, როგორებიც იყვნენ ბოტიჩელი, და ვინჩი, ტიციანი და რაფაელი.
🔰პიაცა დელა სინორია-პიაცას მთავარი სტრუქტურა ბრწყინვალე პალაზო ვეკიოა, თავისი უზარმაზარი საათის კოშკითა და დავითის და ჰერკულესის ფანტასტიკური ქანდაკებებით.
🔰პალაცო პიტი-მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც აქ ცხოვრობდნენ იტალიის სამეფო ოჯახის წევრები და ისეთი ძლიერი ოჯახები, როგორიცაა მედიჩები, სასახლე ახლა ფლორენციის უდიდესი სამუზეუმო კომპლექსია.
🔰გამგზავრება ფლორენციიდან ვენეციაში და განთავსება ვენეციის სასტუმროში
დღე 4 (19 მარტი)
🔰საუზმე სასტუმროში
🔰ვენეცია- მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.
🔰წმინდა მარკოზის ბაზილიკა (სან მარკოს ბაზილიკა) – St. Mark’s Basilica
🔰გრანდ არხი – Grand Canal -აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ გონდოლით
🔰გოდების ხიდი – Bridge of Sighs- საუკუნეების წინ ეს ხიდი პატიმრების გადასაყვანად გამოიყენებოდა. ლეგენდის მიხედვით, გოდების ხიდს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ პატიმრები, რომლებიც აქ გადიოდნენ, ხიდის ხის ფანჯრებიდან უკანასკნელად ათვალიერებდდნენ სამყაროს და სამუდამოდ ემშვიდობებოდნენ მას.
🔰პონტე დი რიალტოს ხიდი – Ponte Di Rialto Bridge
რამდენიმე საუკუნის წინ, თუ გინდოდათ გრანდ არხის გადაკვეთა, ერთადერთი გზა რიალტოს ხიდი იყო. დღეს კი არხის გადასაკვეთად აშენებულია ოთხი ძირითადი ხიდი, თუმცა, რიალტო ყველაზე ცნობილია.
🔰დოჟების სასახლე –(Palazzo Ducale)- სადაც განთავსებული იყო ვენეციის მთავრობა, უზენაესი სასამართლო, კანცელარია, საიდუმლო პოლიცია, საზღვაო უწყება და სხვა. ამჟამად სასახლე მუზეუმია.
🔰ხეტიალი ვენეციის ვიწრო ქუჩებში 😊
🔰 ღამისთევა ისევ ვენეციის სასტუმროში
დღე 5 (20 მარტი)
🔰საუზმე სასტუმროში
🔰გამგზავრება ვენეციიდან მილანში
🔰დუომოს კათედრალი (Duomo di Milano)- მილანის მთავარი და ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა , ულამაზესი ქანდაკებებით, მოხატული კედლებით, ისტორიული და რელიგიური დატვირთვის მქონე ნივთებით.
🔰ვიტორიო ემანუელე II-ის გალერეა- მიუხედავად იმისა, რომ ეს სავაჭრო გალერეაა, მისი არქიტექტურა და ინტერიერი იმდენად შთამბეჭდავია, რომ დუომოს შემდეგ, მილანის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. გალერეაში შესვლისას თქვენს ყურადღებას მიიპყრობს ცნობილი ბრენდების მაღაზიები, რესტორნები და კაფეები.
🔰ლეონდარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“ , რომელიც ქრისტესა და მისი მოციქულების უკანასკნელ ვახშამს ასახავს, მილანის სანტა-მარია-დელლა-გრაციეს მონასტრის კედელაზეა გამოსახული.
🔰ღამისთევა მილანის სასტუმროში
დღე 6 (21 მარტი)
🔰საუზმე სასტუმროში
🔰 მილანიდან მატარებლით 1 საათში ნამდვილ იტალიურ სამოთხეში აღმოჩნდებით. კომოს ტბა ულამაზესი ქალაქებით არის გარშემორტყმული, სადაც ნახავთ იტალიისთვის დამახასიათებელ კლდეზე განლაგებულ ფერად სახლებს, ულამაზეს ვიწრო ქვაფენილიან ქუჩებს და თქვენს თვალწინ ნებისმიერ ადგილზე მოხვედრისას ულამაზესი გარემო და ხედები გადაიშლება.
დღე 7 (22 მარტი)
🔰08:05 საათი, გამოფრენა მილანიდან ქუთაისის მიმართულებით
🔰15:10 საათი , ჩამოფრენა ქუთაისში და გამომგზავრება თბილისში.
ტურის ღირებულება-2800ლარი!☺️
ღირებულებაში შედის:
ორმხრივი ავიაბილეთები (ქუთაისი- რომი და მილანი - ქუთაისი)
✅10კგ ხელბარგი(ზურგჩანთა!)
✅სასტუმრო რომში (1 ღამე)
✅სასტუმრო ფლორენციაში (1 ღამე)
✅ სასტუმრო ვენეციაში (2 ღამე)
✅ სასტუმრო მილანში (2 ღამე)
✅საუზმე
✅სამოგზაურო დაზღვევა
✅ქართულენოვანი გამყოლი/გიდი
✅ქალაქის მოსაკრებელი(City Tax)
✅ტრანსფერი რომის აეროპორტიდან სასტუმრომდე და მილანის სასტუმროდან აეროპორტამდე.
ღირებულებაში არ შედის:
❌მუზეუმების მოსაკრებელი-130€ (სურვილისამებრ)
❌გონდოლებით გასეირნება-20€
❌ქალაქებს შორის და ქალაქში გადაადგილება (100-110€)
❌დანარჩენი კვება
❗️გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად
❗️დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება 700 ლარი
❗️ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს
❗️საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი 6 თვეზე მეტი ვადით.
დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი
599-41-08-35, ბაკური
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Italy, Rome., Via del Bufalo, 139, 00187 Roma RM, Italia,Rome, Italy