რომი-ვატიკანი! 9-10-11-12 ივლისი

Wed, 09 Jul, 2025 at 01:55 pm to Sat, 12 Jul, 2025 at 01:20 pm UTC+02:00

Rome Italy | Rome

GTG TOUR
Publisher/HostGTG TOUR
\u10e0\u10dd\u10db\u10d8-\u10d5\u10d0\u10e2\u10d8\u10d9\u10d0\u10dc\u10d8! 9-10-11-12 \u10d8\u10d5\u10da\u10d8\u10e1\u10d8
Advertisement
3 დღიანი რომაული არდადეგები!🎊🎉
#რომი #ვატიკანი
ტურის თარიღები:
🛑9-10-11-12 ივლისი (ღირებულება 1150 ლარი)
ტურის დეტალური აღწერა:
დღე 1
🔰12:40 საათი, ფრენა ერევნიდან რომის მიმართულებით
🔰14:55 საათი (ადგილობრივი დროით), ჩაფრენა რომში
🔰განთავსება სასტუმროში
🔰ესპანეთის მოედანი- სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა, იქვე კი ცნობილი შადრევანი "ბარკაჩაა". კიბის მიმდებარედ XVI საუკუნის წმინდა სამების ეკლესიას ვნახავთ (Santa Trinita dei Monti). აქ არის დანიელე და ვოლტერას ცნობილი ფრესკა "ჯვრიდან გარდამოხსნა" .
🔰ნავონას მოედანი- ძველთაგანვე იყო რომაელთა შეჯიბრებების, ბაზრობებისა და დასვენების ადგილი.
🔰ტრევის შადრევანი- შეგიძლიათ ზურგშექცევით დადგეთ, თვალები დახუჭოთ და მონეტა მარჯვენა ხელით წყალში გადააგდოთ. ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში რომში აუცილებლად დაბრუნდებით. 😊
დღე 2
🔰საუმზე სასტუმროში
🔰ვატიკანი : წმინდა პეტრეს მოედნიდან დავიწყებთ კათოლიკური სამყაროს ცენტრის მონახულებას, შევალთ წმინდა პეტრეს ტაძარში, რომელიც იმ ადგილას არის აღმართული, სადაც პეტრე მოციქული აწამეს. ტაძარში შესვლა უფასოა.
შეიძლება ითქვას, რომ ვატიკანი მთლიანად ერთი დიდი მუზეუმია, რომელიც აუცილებლად უნდა დაათვალიეროს ყველამ, ვინც კი რომს ეწვევა.
🔰სიქსტეს კაპელა- სამლოცველო მოციქულეობრივ სასახლეში, ვატიკანში, რომის პაპის ოფიციალური რეზიდენცია! იგი აგებულია 1473-81 წლებში არქიტექტორ ჯორჯო დე დოლჩის მიერ პაპის სიქსტეს IV ბრძანებით! აქ იმართება კონკლავი, სადაც კარდინალები რომის ახალ პაპს ირჩევენ! სიქსტეს კაპელას კედლები მოხატულია ბოტიჩელის,გირლანდაიოს, პერუჯინის და როსელის მიერ, ხოლო ჭერი და უშუალოდ საკურთხეველი თვით მიქელანჯელოს მიერ!
🔰 წმინდა ანგელოზის ციხეკოშკი (Castel Sant’Angelo), რომელსაც ადრიანეს მავზოლეუმსაც უწოდებენ (Mausoleum of Hadrian). ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია რომში. მას საფუძველი ჯერ კიდევ 135 წელს ჩაეყარა იმპერატორ პუბლიუს ადრიანეს დროს. საუკუნეების განმავლობაში ის იყო საძვალე, თავდაცვითი ნაგებობა, რომის პაპების რეზიდენცია, ციხე, ახლა კი სამხედრო ისტორიული მუზეუმი (Museo Nazionale di Castel Sant’Angelo) და საოცარი არქიტექტურული ძეგლია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს რომში ჩასულმა ყველა ტურისტმა.
🔰ტრასტევერეს უბანი- ისეირნეთ ვიწრო, ყვავილებით მორთულ ქუჩებში და შეიგრძენით ნამდვილი იტალიური ატმოსფერო.
🔰ღამის კოლისეუმი
დღე 3
🔰საუზმე სასტუმროში
🔰კოლისეუმი- ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა აპენინის ნახევარკუნძულზე. ანტიკური ეპოქის მონუმენტური ნაგებობა რომის ისტორიულ ცენტრში, "მარადიული ქალაქის" შუაგულში.
🔰რომის ფორუმი- ოდესღაც რომისა და რომის იმპერიის ცხოვრების ცენტრი , მოგვიანებით - ქალაქის მივარდნილი და გავერანებული ადგილი, დღეს კი მას უამრავი ტურისტი თუ არქეოლოგი სტუმრობს.
🔰“სიმართლის ბაგეები” (Bocca della Verità)-
სიმართლის დასადგენად ადრე არსებობდა საკმაოდ საინტერესო მეთოდი, ამ იდუმალი ღვთაების დაუნდობელი მზერის წინაშე ბევრი აღიარებდა საკუთარ დანაშაულს ან ბევრი ცრუ ადამიანი ემშვიდობებოდა ხელის მტევანს. ამ ბარელიეფის უკან მდებარე ოთახში ალესილი მახვილით შეიარაღებული ჯალათი იმალებოდა, რომელიც საიდუმლო ნიშანს ელოდებოდა რომ მსჯავრდებულისთვის მაჯა მოეჭრა.
🔰ვენეციის მოედანი
🔰ვენეციის სასახლე, რომლის ნაწილიცაა ბაზილიკა სან-მარკო (IV საუკუნის ფრესკებით)
🔰კაპიტოლიუმის ბორცვი- ის ერთ-ერთია იმ შვიდ ბორცვთაგან, რომლებზეც ძველი რომი შეიქმნა.
🔰კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარეობს აგრეთვე ბაზილიკა სანტა-მარია-ინ-არაჩელი, რომელშიც იხილავთ ღვთისმშობლის X საუკუნის ხატს, წმინდა ელენეს წმინდა ნაწილებსა და ყრმა იესოს ქანდაკებას (ამბობენ, რომ მას სამკურნალო თვისებები გააჩნია). ბაზილიკაში შესვლა უფასოა.
🔰რომის პანთეონი-პანთეონი ოდესღაც გაბატონებული იმპერიის ძალასა და დიდებულებას გვახსენებს. VII საუკუნემდე აქ კერპთაყვანისმცემლები აღავლენდნენ ლოცვებს, შემდეგ - ქრისტიანები. ამჟამად პანთეონი რომის უმთავრესი ღირსშესანიშნაობების სიაში შედის.
🔰20:00 საათზე დავასრულებთ პროგრამას, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე თავისუფალი დრო შოპინგისთვის.
🔰სასტუმროდან ავიღებთ ბარგს და გავემგზავრებით აეროპორტისკენ
დღე 4
🔰06:25 საათზე ფრენა რომიდან ერევნის მიმართულებით.
🔰12:20 საათი, ჩამოფრენა ერევანში და გამომგზავრება თბილისში.
ღირებულებაში შედის:
ორმხრივი ავიაბილეთები (ერევანი- რომი - ერევანი)
✅10კგ ხელბარგი(ზურგჩანთა!)
✅სასტუმრო რომში (2 ღამე)
✅საუზმე (სულ 2 კვება)
✅სამოგზაურო დაზღვევა
✅ქართულენოვანი გამყოლი/გიდი
✅ქალაქის ცვეთის მოსაკრებელი(City Tax)
ღირებულებაში არ შედის:
❌ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე(45-50 ევრო, ორივე გზა)
❌ქალაქში გადაადგილება-საშუალოდ 20 ევრო
❌მუზეუმების მოსაკრებელი-70-75 ევრო სურვილისამებრ
❌ერევნამდე და უკან ტრანსფერი-ჯამში 100₾
❌დანარჩენი კვება
❗️გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად
❗️დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება 500 ლარი
❗️ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს
❗️საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი 6 თვეზე მეტი ვადით.
დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი
599-41-08-35, ბაკური
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

Rome Italy, Via delle Nemesie, 1, 00171 Roma RM, Italia,Rome, Italy

Sharing is Caring:

More Events in Rome

Skunk Anansie in Rome
Tue, 08 Jul, 2025 at 07:00 pm Skunk Anansie in Rome

Cavea Auditorium Parco Della Musica

Willie Peyote in Rome
Tue, 08 Jul, 2025 at 09:45 pm Willie Peyote in Rome

Rock in Roma

Shablo in Roma
Wed, 09 Jul, 2025 at 09:00 pm Shablo in Roma

Auditorium Parco della Musica

Jos\u00e9 James in Rome Rm
Wed, 09 Jul, 2025 at 09:00 pm José James in Rome Rm

Casa del Jazz

Baby Gang in Rome
Wed, 09 Jul, 2025 at 09:45 pm Baby Gang in Rome

Rock in Roma

Nanowar Of Steel @ Rock in Roma
Thu, 10 Jul, 2025 at 08:30 pm Nanowar Of Steel @ Rock in Roma

Rock in Roma

Meshell Ndegeocello
Thu, 10 Jul, 2025 at 09:00 pm Meshell Ndegeocello

Casa del Jazz

NanowaR of Steel in Roma
Thu, 10 Jul, 2025 at 10:00 pm NanowaR of Steel in Roma

ElTaboo Music Club Roma

Rome is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Rome Events