პრაღა-დრეზდენი, ჩეხეთი და გერმანია, ხუთდღიანი ტური

Tue, 07 Oct, 2025 at 04:15 am to Sat, 11 Oct, 2025 at 06:40 am UTC+02:00

Prague | Prague

Dgl Tours
Publisher/HostDgl Tours
\u10de\u10e0\u10d0\u10e6\u10d0-\u10d3\u10e0\u10d4\u10d6\u10d3\u10d4\u10dc\u10d8, \u10e9\u10d4\u10ee\u10d4\u10d7\u10d8 \u10d3\u10d0 \u10d2\u10d4\u10e0\u10db\u10d0\u10dc\u10d8\u10d0, \u10ee\u10e3\u10d7\u10d3\u10e6\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8
Advertisement
📣ტურისტული კომპანია Dgl Tours დი ჯი ელი 7-8-9-10-11 ოქტომბერს, გთავაზობთ ხუთდღიან ტურს პრაღა-დრეზდენში (ჩეხეთსა და გერმანიაში) 850 ლარიდან! დაგვემგზავრეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებისთვის!
➡️მომდევნო ტურები:
➡️ 4-5-6-7-8 ნოემბერს
➡️ 16-17-18-19-20 დეკემბერს.(წინა საშობაო ტური)
I დღე:
✔️08:05-ზე დილით ჩაფრენა პრაღაში ✔️ტრანსფერი, ბარგს დავტოვებთ სასტუმროში და იქვე ახლოს კაფეში ვისაუზმებთ,
✔️14:00 სასტუმროში რეგისტრაცია და დაბინავება.
✔️თავისუფალი დრო შოპინგისთვის
✔️საღამოს ვახშამი ლუდის მუზეუმში.
II დღე
✔️ საუზმე სასტუმროში
✔️პრაღის გრადი, ციხესიმაგრე (IXს) სასახლეებისა და ტაძრების კომპლექსია. ასევე ჩეხეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაც არის.
✔️წმ.გიორგის (ირჟის) ბაზილიკა, რომელიც დააარსა ვრატისლავ I ბოჰემიელმა 920 წელს.
✔️წმინდა ჯვრის სამლოცველო, რომელიც იმპერატორის მეუღლის მარია ტერეზიას ბრძანებით ააშენეს
✔️წმინდა ვიტას ტაძარი, რომელიც თითქმის 600 წელი შენდებოდა. პირველი ქვა კარლ IV დადო XIV საუკუნის შუა წლებში, მშენებლობა კი 1929 წელს დასრულდა. (შესვლა ფასიანია და არ შედის ტურის თანხაში, სურვილისამებრ)
✔️ ძველი სამეფო სასახლე რომელიც ჩეხეთის მეფეებისა და მთავრების ძირითადი რეზიდენცია იყო XII-XIV სს
✔️ოქროს ქუჩა (ზლატა ულიჩკა)კოლორიტული ქუჩა პრაღის გრადის ცენტრში, ყოფილი ციხესიმაგრის თაღებში ჩაშენებული პატარ-პატარა ნაირფერი სახლებით, სადაც შუა საუკუნეებში პრაღის მცველებთან ერთად ცხოვრობდნენ მეფის ალქიმიკოსები, რომლებიც მისთვის ოქროს, ფილოსოფიურ ქვასა და ნაირგვარ ელექსირებს ამზადებდნენ. სხვათა შორის, №22 სახლში 1916-197 წლებში ცნობილი მწერალი ფრანც კაფკა ცხოვრობდა.
✔️პრაღის გრადის სამეფო ბაღი - 1534 წელს დააარსა ფერდინანდ I-მა ჰაბსბურგების დინასტიიდან.
✔️სტრაჰოვის მამათა მონასტერი, რომელიც ცნობილია მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკით, სადაც დაცულია ქართული ხელნაწერი, ასევე აქ არის საკუთარი ლუდსახარში, აქვე დავაგემოვნებთ ლუდს და კანჭს.
✔️ჯონ ლენონის კედელი, რომელიც 1980 წელს სპონტანურად შეიქმნა, წლების განმავლობაში კი თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
✔️ყველაზე ვიწრო ქუჩა(70სმ)
✔️ფრანც კაფკას მუზეუმი (სურვილისამებრ)
✔️დაბრუნება სასტუმროში
III დღე:
✔️დილის საუზმე სასტუმროში
✔️კარლის ხიდი, განთქმული ისტორიული ხიდი პრაღაში მდინარე ვლტავაზე, რომელიც აკავშირებს ქალაქის ნაწილებს მალა-სტრანასა და სტარე-მნესტოს.
✔️ასტრონომიული საათი,(კურანტები), რომელიც სტარომესტსკის მოედანზე მდებარეობს
✔️ტინსკის ტაძარი(ადამი და ევა) აღსანიშნავია, რომ ტინსკის ტაძრის ორღანი უძველესია მთელ პრაღაში და 1673 წლით თარიღდება
✔️წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, ძველი ქალაქის მოედანზე
✔️მოცეკვავე სახლი, საოფისე შენობაა, რომლის მეტსახელია ფრედი და ჯინჯერი
✔️ჩეხეთის ეროვნული ბიბიოთეკა
✔️ჩეხეთის ნაციონალური მუზეუმი დაარსდა 1818 წელს ფრანც II მეფობის დროს. (შესვლა ფასიანია, სურვილისამებრ)
✔️სურვილის შემთხვევაში მდინარე ვლტავაზე გასეირნება გემით
✔️სასტუმროში დაბრუნება
IV დღე:
✔️დილის საუზმე სასტუმროში
✔️09:00-ზე გავემგზავრებით დრეზდენში (გერმანია)
✔️ერთი დღე დაეთმობა დრეზდენს და მოვინახულებთ:
✔️ცვინგერის სასახლე და გალერეა, რომელიც აშენებულია 1711 - 1722 წლებში მათეუს დანიელ პიოპელმანისა და ბალთაზარ პერმოზერის მიერ დრეზდენის ძველი ბასტიონის კედლების ნანგზევებზე.
✔️თეატრალური მოედანი სადაც ცხენზე ამხედრებული მეფე იოჰან საქსონიელის ქანდაკებაა
✔️ზემპერის ოპერა 1841წ.
✔️წმ.ჯვრის ეკლესია-კროიცკირხე
✔️დრეზდენის ციხე-კოშკი დრეზდენის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა. უწინ მასში საქსონიის მეფეები და კურფიურსტები ცხოვრობდნენ,
✔️პანო -"დიდგვაროვანთა მსვლელობა" მისი სიგრძე 110 მეტრია, სიგანე - 10,5 მეტრი. ის შედგება სახელგანთქმული მეისენის ფაიფურის 20x20 სმ. ზომის 24 ათასი ფილისგან. მათზე გამოსახულია ვეტინების საგვარეულოს 34 საქსონიელი მარკიზი, 59 ადამიანი: ამალის წევრები და სხვები. პანოს შემქმნელი მხატვარი ვილჰელმ ვალტერია.
✔️ბრიულის ტერასა რომელიც 500 მ. სიგრძისაა
✔️დრო შოპინგისთვის და კვებისთვის,(თავად შეარჩევთ)
✔️ საღამოს დაბრუნება პრაღაში და განთავსება სასტუმროში
V დღე:
✔️ 05:30 ტრანსფერი აეროპორტში
⭕️ ღირებულებაში შედის:
➡️ 4* სასტუმრო
➡️ საუზმე სასტუმროში
➡️ სამოგზაურო დაზღვევა
➡️ გამყოლი საქართველოდან
⭕️ღირებულებაში არ შედის :
➡️ ავიაბილეთები, ( 10 კგ. ხელბარგი ზურგჩანთა 40×30×20 ) ტურის დაჯავშნისას გადაამოწმეთ, რადგან ბილეთების ფასები ცვალებადია და დღითი დღე იმატებს
➡️სამუზეუმო მოსაკრებელი პრაღასა და დრეზდენში დაახლოებით 80 ევრომდე, თქვენზეა დამოკიდებული რამდენ მუზეუმში შეხვალთ. მუზეუმებში პენსიონრებზე, სტუდენტებზე, მოსწავლეებზე მოქმედებს ფასდაკლება, ასევე 15 წლამდე მოზარდი უფასოა!
➡️ტრანფერი თბილისი- ქუთაისი-თბილისი -50ლ
➡️ტრანსფერი და ადგილობრივი ქართველი გიდის მომსახურება პრაღაში: 50 ევრო
➡️CITY TAX-ქალაქის მოსაკრებელი - 20 ევრო
➡️ ავტობუსით მგზავრობა პრაღა-დრეზდენში-პრაღა დაახლოებით: 40 ევრო (ვჯავშნით წინასწარ)
⭕მოგზაურობისთვის აუცილებელია საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი, რომელსაც ვადა უნდა ჰქონდეს გამგზავრებიდან 6 თვე მაინც.
➡️ ფასი მოცემულია 1 ადამიანზე ორადგილიან ან სამადგილიან ნომერში.(ვისაც ნომერში მარტო ყოფნის სურვილი აქვს მოუწევთ თანხის დამატება)
➡️ტურში აღწერილი ობიექტები შესაძლებელია გადანაცვლდეს სხვადახვა ობიექტური მიზეზების გამო.
➡️ ავიაბილეთის შეძენა ხდება წინასწარ (ჩვენ გიყიდით)
( ფასები ცვალებადია ამიტომ წინასწარ დაგვირეკეთ რათა გადავამოწმოთ ტუროპერატორთან)
⭕ადგილების დასაჯავშნად რამდენიმე დღით ადრე დაგვიკავშირდით და მოგწერთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, რათა ჩარიცხოთ ტურის საფასური. აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი, ტურის დასახელება და თარიღი . თუ ტურზე ვერ შეძლებთ წამოსვლას ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება და არც სხვა ტურზე არ გაიცვლება! ასევე არასაკმარისი ვადის მქონე პასპორტით თუ საზღვარს ვერ გადაკვეთ არც მაშინ არ ბრუნდება თანხა, ამიტომ იყავით ყურადღებით!
⭕არასრულწოვანისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი თუ დედა მოყვება + ნოტარიულად დამოწმებული საბუთი
⭕დაგვიკავშირდით ამ ნომრებზე:
📞597537979-თამარი WhatsApp
📞598181972-თამარი Viber
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

Prague, Czech Republic

Sharing is Caring:

More Events in Prague

Better Lovers (US) + Special Guests: '68, Greyhaven - PRAGUE
Mon, 06 Oct at 07:00 pm Better Lovers (US) + Special Guests: '68, Greyhaven - PRAGUE

Rock Café Prague

RISKEE & THE RIDICULE @ 007 Prague CZ
Mon, 06 Oct at 07:00 pm RISKEE & THE RIDICULE @ 007 Prague CZ

Klub 007 Strahov

Equilibrium in Prague
Mon, 06 Oct at 07:00 pm Equilibrium in Prague

SaSaZu

Equilibrium in Prague
Mon, 06 Oct at 07:00 pm Equilibrium in Prague

SaSaZu

Jubilejn\u00ed 10. odb\u011br krve
Tue, 07 Oct at 08:00 am Jubilejní 10. odběr krve

Újezd 450/40, 118 08

Workshop: Canine Myofascial Kinetic Lines with Tove Due (Prague, CZ)
Tue, 07 Oct at 08:00 am Workshop: Canine Myofascial Kinetic Lines with Tove Due (Prague, CZ)

Modrá Stodola, Spojovací 918, 252 62 Horoměřice

2025 LeadingRE Global Symposium
Tue, 07 Oct at 08:00 am 2025 LeadingRE Global Symposium

Fairmont Golden Prague

Sokolsk\u00e9 schody 2025
Tue, 07 Oct at 11:00 am Sokolské schody 2025

TJ Sokol Praha-Krč

N\u00e1v\u0161t\u011bvn\u00ed den u Miloslava \u0160imka
Tue, 07 Oct at 02:00 pm Návštěvní den u Miloslava Šimka

Divadlo Gong

Prague is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Prague Events