ოჯახის კონსულტირების სასერტიფიკაციო კურსი

Mon Oct 21 2024 at 06:30 pm

ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია | Tbilisi

\u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d8\u10e1 \u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10e3\u10da\u10d8 \u10e4\u10d4\u10d3\u10d4\u10e0\u10d0\u10ea\u10d8\u10d0 \u10d3\u10d4\u10dc\u10d3\u10e0\u10dd\u10dc\u10d8
Publisher/Hostფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი
\u10dd\u10ef\u10d0\u10ee\u10d8\u10e1 \u10d9\u10dd\u10dc\u10e1\u10e3\u10da\u10e2\u10d8\u10e0\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10e1\u10d0\u10e1\u10d4\u10e0\u10e2\u10d8\u10e4\u10d8\u10d9\u10d0\u10ea\u10d8\u10dd \u10d9\u10e3\u10e0\u10e1\u10d8
Advertisement
?დაიწყო მიღება ოჯახის კონსულტირების სასწავლო პროგრამაზე.
პროგრამის წარმდგენია ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგა (NUO) ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი

✅ოჯახის კონსულტირება საერთაშორისოდ აღიარებული და დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახური და პარტნიორული ურთიერთობების დარეგულირებას, ჰარმონიზაციას და გაჯანსაღებას.
??სასწავლო პროგრამა საშუალებას გაძლევთ გახდეთ სერტიფიცირებული ოჯახის კონსულტანტი.
მუშაობის პროცესში ოჯახის კონსულტანტი სწავლობს შიდა ოჯახური სისტემის ფუქციონირებასა და დინამიკას, აიდენტიფიცირებს ჯანსაღი ურთიერთობისთვის ხელისშემშლელ ბარიერებს და ოჯახის წევრებს ეხმარება მათი დაძლევის სტრატეგიის შემუშავებაში.

?სასწავლო პროგრამა წარიმართება სისტემური მასტერკლასების ფორმატით და საშუალებას მისცემს მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებს დაეუფლონ ოჯახური და პარტნიორული ურთიერთობების კონსულტირების სპეციალიზაციას.
?პროგრამა მიზნად ისახავს ოჯახური ურთიერთობების კონსულტირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას ეროვნულ დონეზე, პრაქტიკული საქმიანობისათვის სპეციალისტების მომზადებას კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოწვევაზე ორიენტირებული სწავლების მიწოდების გზით.
?ჰოლისტური მიდგომა საშუალებას გაძლევთ შეისწავლოთ და პრაქტიკაში დანერგოთ ოჯახური და პარტნიორული ურთიერთობების გამოწვევებზე მუშაობის მეთოდოლოგია.

??‍?კურსი განკუთვნილია
?სოციალური მუშაკებისთვის
?ფსიქოლოგებისთვის
ფფსიქოთერაპევტებისთვის
?ექიმებისთვის
?პედაგოგებისთვის
?სოციალურ და სარეაბილიტაციო სერვისში დასაქმებული პირებისთვის:↪ აღმზრდელი, მანდატური, მართლწესრიგის ოფიცერი,
?ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის და სამედიცინო ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.
?პროგრამის შინაარსი:
◼ოჯახური მიკროკულტურის შესწავლა
◼ოჯახური სისტემის ტიპოლოგია და შეფასება

◼ოჯახური სისტემა და პიროვნებიის ფსიქოლოგია
◼ოჯახთან სამუშაო სამართლებრივი ასპექტები
◼ფუნქციური და დისფუქციური ოჯახური სისტემის კონსულტირება
◼კონფლიქტური და ძალადობრივი ოჯახის კონსულტირება

პროგრამის მონაწილე შეძლებს:
✅ ოჯახური სისტემების მუშაობის ანალიზს
✅ ოჯახის შეფასების წარმოებას
✅ დისფუნქციური ოჯახური სისტემისთან ინტერვენციის განხორციელებასა და პრევენციული სამუშაოს წარმოებას.
✅ სხვადასხვა გამოწვევის მქონე ოჯახთან ინტერვენციის ფორმის განსაზღვრას, დაგეგმვას და იმპლემენტაციას/განხორციელებას
✅ ოჯახთან განხორციელებული მუშაობის შემდგომი მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგების შეფასებას.

პროგამის სწავლების თავისებურებები:

1. პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება:
შემთხვევაზე დაფუძნებული (Case-study) სწავლების მეთოდის გამოყენებით, პროგრამა უზრუნველყოფს ოჯახური კონსულტირების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას
წარმოდგენილ მეთოლოგიაზე დაყრდნობით სპეციალისტი შეიძენს კომპეტენციასა და პროფესიულ თავდაჯერებულობას.

2. საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი ფოკუსი:
პროგრამა აგებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამავდროულად, აანალიზებს ოჯახური და პარტნიორული ურთიერთობების განსხვავებულობას კულტურული, რეგიონული, ეკონომიკური თავისებურებების ჭრილში.
პროგრამის მონაწილეები შეისწავლიან, თუ როგორ ახდენს გავლენას კულტურული ფაქტორები ოჯახის დინამიკაზე და როგორ შეიძლება ამ ასპექტის გათვალოსწინება პრაქტიკულ საქმიანობაში.

3. თვითრეალიზება:
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ შესაბამისი მასპეციალიზირებელი სწავლების გავლის დამადასტურებელ ორენოვან სერტიფიკატს, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ კარიერის დაგეგმვისა და შესაბამისი ნიშნით თვითრეალიზებისთვის.

4. პროფესიულ საზოგადოებაში ინტეგრირება:
პროგრამა მონაწილეებს აძლევს საშუალებას გაიზიარონ დარგის ავტორიტეტული სპეციალისტების გამოცდილება და დაამყარონ პროფესიული კავშირები.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაუახლოვდნენ საერთო პროფესიული ინტერესების მქონე კოლეგებს იდეათა მიმოცვლის, ახალი შესაძლებლობების და თანამშრომლობის არეალის შესაქმნელად.

?თუ ხართ მენტალური ჯანმრთელობისა და ფსიქიკის შემსწავლელი დარგების წარმომადგენელი და გსურთ გადადგათ კარიერის შემდეგი ნაბიჯი ოჯახური და პარტნიორული ურთიერთობების კონსულტირებაში აკადემიური ცოდნის მისაღებად ეს პროგრამა თქვენთვისაა.


⏳სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა:
1 აკადემიური წელი

? შეხვედრები გაიმართება ყოველ სამშაბათს 18:30-21:30

?პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ორენოვან ციფრულ სერტიფიკატს, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ შესაბამისი ნიშნით, თვითრეალიზებისა და დასაქმებისთვის.

?სასწავლო პროგრამის გადასახადი

სრული პროგრამის ღირებულება 3600 ლარი
მსმენელს შეუძლია აირჩიოს თავისზე მორგებული გადახდის გრაფიკი:
სწავლის ღირებულება შეიძლება სრულად გადახდილი იყოს რეგისტრაციისთანავე
ან გადანაწილდეს მომდევნო 12 ან 10 თვის მანძილზე.
სწავლის ღირებულების 12 თვეზე გადანაწილების შემთვევაში ყოველთვიური ღირებულება იქნება 300 ლარი
სწავლის ღირებულების 10 თვეზე გადანაწილების შემთვევაში ყოველთვიური ღირებულება იქნება 360 ლარი
?წყვილად, მეგობართან ერთად პროგრამაზე რეგისტრაციისა და გადახდის შემთხვევაში სასწავლო კურსის 1 თვის ღირებულება (12 თვეზე გადანაწილების შემთვევაში) - 270 ლარი
10 თვეზე გადანაწილების შემთვევაში- 324 ლარი

?პროგრამაზე ინდივიდუალურად 25 აგვისტომდე რეგისტრაციისას კურსი 1 თვის ღირებულება - 270 ლარი

?თანხის ერთიანად შემოტანის შემთხვევაში კურსს გაივლით წელიწადში 3000 ლარად

?თუ ხართ საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი (ბაკალავრიატი მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სარგებლობთ მუდმივმოქმედი 15 % ფასდაკლებით და კურსის ყოველთვიური ღირებულება (12 თვეზე გადანაწილების შემთვევაში) იქნება 255 ლარი
10 თვეზე გადანაწილების შემთვევაში- 306 ლარი

?სასწავლო კურსზე განაცხადის შემოტანისთვის გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადის ფორმა.
https://docs.google.com/forms/d/1YyymCKqG8ZTpsjnu3cYXUPxJ61wIeFYw_VWTkZR_lYE/edit

ან
მოგვწერეთ ელ. ფოსტის მისამართზე [email protected] სახელი; გვარი; საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი) დანიშნულებაში მიუთითეთ კურსის დასახელება

❗❗❗რეგისტრაციისა და ჯგუფში ადგილის შენარჩუნებისთვის საჭიროა განაცხადის შემოტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ერთი თვის გადასახადის 20 % ის გადახდა. აღნიშნული თანხა განკუთვნილია საბუთების განხილვისთვის. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება, ხოლო კურსის გავლისას შედის სწავლის პირველი თვის გადასახადში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისი, გიორგი ჩუბინაშვილის 50
?+995 595 078 182
+558 577 188 550
[email protected]
?dendroni.ge
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია, მერაბ კოსტავას ქუჩა 47, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia

Sharing is Caring: