Advertisement
3 მარტს - დედის დღეს - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკოსის - ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი 33ა-ს კონცერტს ვუმასპინძლებთ Mono Hall-ში ✨ გელოდებით ყველას, ვისაც ჭეშმარიტად ქართული მუსიკა გიყვართ.ნიაზ დიასამიძეს ბევრი სხვადასხვა რამე ერთნაირად კარგად გამოსდის - მუსიკისა და ტექსტის წერის გარდა ხატავს, ღვინოს აყენებს, ხალხურ ინსტრუმენტებს აკეთებს, ავეჯის შეკეთებაც შეუძლია და, კიდევ, ვინ იცის რამდენი რამე.
მუსიკაც ეგეთი აქვს - ბევრი სხვადასხვა რამის ცოდნითა და სიყვარულით შექმნილი. შესაძლოა უცნაური შერწყმაა - რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავი თბილისურ მუსიკასთან - ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით - დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი.
პროცესში მუდმივმა ძიებამ და შემოქმედებითმა გულწრფელობამ თავისი როლი ითამაშა ბენდის პოპულარობაში - „33ა“ ხომ უკვე კარგა 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს უპირველეს ჯგუფებში მოიაზრება. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „33ა“ მარტო ნიაზი არ არის. მასთან ერთად არიან ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები, რომელთა გარეშეც ბენდის მუსიკა სულ სხვაგვარი იქნებოდა.
------
21:00 - კარის გახსნა
23:00 - ნიაზ დიასამიძე & 33ა (კონცერტის დასაწყისი)
------
🎟 ბილეთის შეძენა: https://biletebi.ge/mono-hall/niaz-diasamidze-mono-hall
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+
მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 577 777 949
-
-
-
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
MONO HALL, 2 Dzmebi Kakabadzeebi Street, Tbilisi, Georgia
Tickets