მულტიმოდალური ფსიქოთერაპიის 1 წლიანი საბაზისო თეორიულ-პრაქტიკული კურსი

Fri, 19 Sep, 2025 at 05:00 pm UTC+04:00

14ბ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, 0160 Tbilisi, Georgia | Tbilisi

\u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d8\u10e1\u10d0 \u10d3\u10d0 \u10e1\u10d0\u10d4\u10e0\u10d7\u10d0\u10e8\u10dd\u10e0\u10d8\u10e1\u10dd \u10d2\u10d0\u10dc\u10d0\u10d7\u10da\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10ea\u10d4\u10dc\u10e2\u10e0\u10d8
Publisher/Hostფსიქოთერაპიისა და საერთაშორისო განათლების ცენტრი
\u10db\u10e3\u10da\u10e2\u10d8\u10db\u10dd\u10d3\u10d0\u10da\u10e3\u10e0\u10d8 \u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d8\u10e1 1 \u10ec\u10da\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10e1\u10d0\u10d1\u10d0\u10d6\u10d8\u10e1\u10dd \u10d7\u10d4\u10dd\u10e0\u10d8\u10e3\u10da-\u10de\u10e0\u10d0\u10e5\u10e2\u10d8\u10d9\u10e3\u10da\u10d8 \u10d9\u10e3\u10e0\u10e1\u10d8
Advertisement
🔹დაგეგმე პროფესიული განვითარება!
🔹20 სექტემბრიდან იწყება ახალი ჯგუფის მიღება - მულტიმოდალური ფსიქოთერაპიის 1 წლიან საბაზისო თეორიულ - პრაქტიკულ კურსზე - ფსიქოთერაპიისა და საერთაშორისო განათლების ცენტრში.
🔹გაიღრმავეთ პროფესიული კომპეტენცია და აიმაღლეთ კვალიფიკაცია ფსიქოთერაპიის სფეროში.
👉📚კურსის შესახებ:
🔶ფსიქოთერაპია არის დისციპლინა, რომელიც მოითხოვს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას, იმისათვის რომ პროფესიონალმა შეძლოს კლიენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობის სიღრმისეული გააზრება და თერაპიული პროცესის ეფექტიანად წარმართვა.
🔶კურსი წარმოადგენს ფუნდამენტურ საფუძველს ფსიქოთერაპიული პრაქტიკისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თქვენი პროფესიული იდენტობის ფორმირებასა და თერაპიული უნარ-ჩვევების გაღრმავებას.
🔶პროგრამა ასევე უზრუნველყოფს სხვადასხვა თერაპიული მეთოდოლოგიის სიღრმისეულ შესწავლას, მათ პრაქტიკაში ინტეგრაციასა და ეფექტურად გამოყენებას.
🔵კურსი საშუალებას მოგცემთ:
✅ გაეცნოთ ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მეთოდებს და განსაზღვროთ, რომელი მოდალობა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და პროფესიულ მიმართულებას.
✅ შეისწავლოთ ფსიქოთერაპიის 14 ძირითადი მიდგომა, რაც გაგიღრმავებთ ცოდნას და გაგიზრდით პროფესიულ კომპეტენციას.
✅ განივითაროთ მულტიმოდალური ხედვა, რომელიც დაგეხმარებათ ჩამოაყალიბოთ თქვენი უნიკალური თერაპიული სტილი და პროფესიული მიდგომა.
კურსის უნიკალურობა:
📌 ეს არის საქართველოში ერთადერთი საბაზისო
პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეისწავლოთ ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მიმართულება ევროპაში აკრედიტებული ფსიქოთერაპევტებისა და საქართველოში აღიარებული სპეციალისტებისაგან.
📌 კურსი გაძლევთ შესაძლებლობას შეიძინოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რაც მომავალში დაგეხმარებათ დამოუკიდებლად აირჩიოთ და განავითაროთ თქვენთვის შესაფერისი თერაპიული მიდგომა.
📌 სწავლების პროცესში თეორია პრაქტიკულ გამოცდილებას ერწყმის, რაც საშუალებას გაძლევთ მიღებული ცოდნა რეალურ შემთხვევებში გამოიყენოთ.
პროგრამის უპირატესობები:
✅ მრავალმხრივი მეთოდოლოგია;
✅ მულტიმოდალური ხედვა;
✅ პრაქტიკული გამოცდილება;
✅ პროფესიული განვითარება;
კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ 1-წლიანი პროფესიული მხარდაჭერით, სიმბოლური საწევრო შენატანის საფუძველზე.
💡 ვისთვისაა ეს კურსი?
✅ ფსიქოლოგებისთვის, რომლებიც აპირებენ ფსიქოთერაპიული კარიერის დაწყებას;
✅ მოქმედი და დამწყები ფსიქოთერაპევტებისთვის, ვისაც სურს სხვადასხვა მოდალობაში რეალურ შემთხვევებზე მუშაობის გამოცდილება;
✅ მედიკოსებისთვის (ფსიქიატრები, ნევროლოგები, ოჯახის ექიმები), ვისაც ფსიქოთერაპიის ცოდნა სჭირდება;
✅ HR მენეჯერებისთვის, პედაგოგებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, ვისაც სურს უკეთ გაიგოს ადამიანების ფსიქოლოგიური საჭიროებები;
✅ თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება;
🎯 რას შეძლებთ პროგრამის დასრულების შემდეგ?
🔹 ფსიქოლოგიური პრობლემების ზუსტი იდენტიფიცირებითა და დიაგნოსტიკით დაეუფლებით სიმპტომების სიღრმისეული შეფასების უნარებს, რაც მოგცემთ საშუალებას შეიმუშაოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ეფექტური სამოქმედო გეგმა კონკრეტული შემთხვევებისთვის.
🔹 კლიენტებთან ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული მუშაობისთვის განივითარებთ პროფესიულ კომპეტენციებს და მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას.
🔹 ფსიქოთერაპიის პროცესში სხვადასხვა თერაპიული მეთოდების ინტეგრირებით, შეძლებთ კლიენტის უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული მკურნალობის გეგმის შემუშავებას.
🔹 ფსიქოთერაპიული ინტერვენციების ეფექტური გამოყენებით განივითარებთ უნარებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ აღმოაჩინოთ და გადაჭრათ კლიენტის ფსიქოლოგიური პრობლემების ღრმა მიზეზები, რაც უზრუნველყოფს გრძელვადიან შედეგებს.
🔹 პიროვნული ტრანსფორმაციის პროცესის მართვით, დაეხმარებით კლიენტებს შინაგანი რესურსების აღმოჩენასა და ფსიქოლოგიური ბალანსის მიღწევაში.
🔹 სასწავლო პროგრამა:
1. ფსიქოდინამიური თერაპია;
2. ფსიქოსინთეზი;
3. ტრანზაქციული ანალიზი;
4. გეშტალტ თერაპია;
5. კლიენტზე ცენტრირებული თერაპია;
6. ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია ;
7. NLPt (ნეიროლინგვისტური ფსიქოთერაპია) ;
8. არტ თერაპია;
9. კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპია (CBT) ;
10. სისტემური ოჯახური ფსიქოთერაპია;
11. ბავშვთა ფსიქოთერაპია;
12. ფსიქოსომატიკა;
13. ადიქციების თერაპია;
14. ფსიქოპათოლოგია, ფსიქიატრია;
15. ეთიკა;
❕კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
🔹 რას მიიღებთ ჩვენი პროგრამიდან?
🔹 შეისწავლით ფსიქოთერაპიის ძირითად მოდულების საფუძვლებს და მიიღებთ თეორიულ-პრაქტიკულ გამოცდილებას.
🔹 იმუშავებთ გამოცდილ პროფესიონალებთან, რომლებიც გაგიზიარებენ საკუთარ ცოდნას.
🔹 გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ რეალურ ქეისებზე.
🔹 კურსის წამყვანი სპეციალისტები, ლექტორები:
გია ცხოვრებაზე - დოქტორი, PCC, ICF, TAAP, მრჩეველი გეშტალტში, IEA აკრედიტებული პროფესიონალი, საქართველოს Enneagram-ის ასოციაციის პრეზიდენტი და დამფუძნებელი, საქართველოს ტრანსაქციული ანალიზის ასოციაციის პრეზიდენტი და დამფუძნებელი
ნანა დაშნიანი - ECP- ევროპის აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, ECIP-ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი, ICF ქოუჩი; საქართველოს ნეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპიისა და ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ასოციაციის დამფუძნებელი, ვიცე პრეზიდენტი. PIEC-ფსიქოთერაპიისა და საერთაშორისო განათლების სასწავლო ცენტრის დამფუძნებელი, დირექტორი.
ლალი კოკაია - ECP- ევროპის აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, ECIP-ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი, ICF ქოუჩი, საქართველოს ნეირო ლინგვისტური ფსიქოთერაპიისა და ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი. PIEC-ფსიქოთერაპიისა და საერთაშორისო განათლების სასწავლო ცენტრის დამფუძნებელი.
ეკატერინე დარსანია - სამედიცინო ფსიქოლოგიის მაგისტრი, ECP- ევროპის აკრედიტირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP სერთიფიცირებული ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი; ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ეთიკის კომიტეტის ხელმძღვანელილი, საქართველოს ოჯახური ფსიქოთერაპიის ასოციაციის დამფუძნებელი, ოჯახური კრიზისებისა და ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელი.
ნინო ნიბლაძე- ექიმი, ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტთერაპევტი ( EAGT), საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის ტრენინგსტანდარტების კომიტეტის წევრი, საერთაშირისო ტრენერი, საქართველოს ენეაგრამას ასოციაციის ბორდის წევრი, საერთაშორისო ენეამასტერი, TA 101- ( ტრანზაქციული ანალიზის) საერთაშორისო და ევროპული ასოციაციის წევრი; ვისბადენის აკადემიის მსოფლიო ასოციაციის წევრი.
თამარ ლოლაძე - ფსიქიატრი, მედიცინის დოქტორი, აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი (EAGT), საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, კონტექსტუალური ბიჰევიორიზმის ასოციაციის წევრი, ევროპის ეგზისტენციალური ფსიქოთერაპიის ფედერაციის წევრი.
ელენე არღვლიანი - ფსიქოლოგიის მაგისტრი, ფსიქოთერაპევტი.
თეა კაჭარავა - ფსიქოლოგი, Divine Child Foundation of Georgia-ს ფსიქოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
ლიკა ზაზაშვილი - ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი.
ეკა ნინოშვილი - ფსიქოლოგი - ფსიქოთერაპევტი, PHD, მუშაობს ბავშვებთან და მოზარდებთან, ოჯახებთან. ამჟამად სწავლობს ევროპული სტანდარტის 4 წლიან სასწავლო პროგრამაზე ოჯახურ ფსიქოთერაპიაში.
ანა როსტომაშვილი - ფსიქოლოგი, ადიქტოლოგი, EAGT აკრედიტებული გეშტალტთერაპევტი, “Nuffic -ის სტიპენდიანტი ნიდერლანდებში სწავლისთვის, სწავლობდა ამსტერდამის უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებას.
სოფო წიგნაძე - ფსიქოლოგიის დოქტორი, ოკუპაციური თერაპევტი. უნივერსიტეტებში მიწვეული ლექტორი 2016 წლიდან, (რობაქიძის უნივერსიტეტი, სეუ, სამედიცინო " გეომედი " მაგისტრატურის საფეხური.
თამარ ქევხიშვილი - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის მაგისტრი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, კოგნიტურ ბიჰევიორული პროგრამის მონაწილე და ასოციაციის წევრი.
🔴სწავლის ხანგრძლივობა: 1 წელი
🔴სწავლის ფორმატი: ჰიბრიდული;
🔴შეხვედრების რაოდენობა: კვირაში 2 -ჯერ
საათების რაოდენობა: 3 აკადემიური საათი;
🔴1 წლიანი კურსის საფასური: 4000 ლარი;
🔴ერთიანი თანხის გადახდის შემთხვევაში - 3600 ლარი;
‼️ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და შესაბამისი დონის დამადასტურებელი დოკუმენტის თანხლებით სარეკომენდაციო წერილი.
📢მნიშვნელოვანი! კურსზე ადგილის დასაჯავშნად,
რეგისტრაციის დასრულებისთანავე საჭიროა სრული ღირებულების 20%-ის გადახდა.
🔴ადგილი დადასტურდება მხოლოდ საწყისი თანხის გადახდის შემდეგ;
🔴ანგარიშის ნომერი: თიბისი - GE18TB7654945067800002
ფსიქოთერაპიისა და საერთაშორისო განათლების ცენტრი;
‼️დანიშნულებაში მიუთითეთ ტრენინგის დასახელება.
🔴ფსიქოთერაპიის საბაზისო თეორიულ - პრაქტიკულ კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ სარეგისტრაციო ბმულს:
🔗https://forms.gle/c2nZ3N6CKhSFccUm6
🔹 რეგისტრაცია
‼️ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
‼️რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
👉‼️კურსის დაწყების თარიღი: 19 სექტემბერი
‼️ სასწავლო ლოკაცია: ფსიქოთერაპიისა და საერთაშორისო განათლების ცენტრი - თბილისი, ალ. ყაზბეგის 14 ბ
✨ გადადგით ნაბიჯი თქვენი პროფესიული განვითარებისკენ!
ეს არის შესაძლებლობა იპოვოთ თქვენი პროფესიული მიმართულება, შეისწავლოთ თანამედროვე თერაპიული მიდგომები და პრაქტიკულად გამოიყენოთ მიღებული ცოდნა.
🚀 დარეგისტრირდით დღესვე და დაიწყეთ პროფესიული მოგზაურობა ფსიქოთერაპიაში! 🚀
📌❕იჩქარეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
👉დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ-
📧[email protected]
📩Facebook-ის პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით
📲511 490 095 / 597 147 070/ 599 448 667
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

14ბ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, 0160 Tbilisi, Georgia, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 14, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets

Sharing is Caring:

More Events in Tbilisi

DEF-AI 2025 by DGFI
Fri, 19 Sep at 10:00 am DEF-AI 2025 by DGFI

Republic Event Hall

Black Coffee in Tbilisi
Fri, 19 Sep at 09:00 pm Black Coffee in Tbilisi

Cafe Turtle Lake

BLACK COFFEE - TBILISI
Fri, 19 Sep at 11:00 pm BLACK COFFEE - TBILISI

კუს ტბა - Turtle Lake

\u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10d9\u10dd\u10dc\u10e1\u10e3\u10da\u10e2\u10d8\u10e0\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10e1\u10d4\u10e0\u10d7\u10d8\u10e4\u10d8\u10ea\u10d8\u10e0\u10d4\u10d1\u10e3\u10da\u10d8 \u10d9\u10e3\u10e0\u10e1\u10d8
Sat, 20 Sep at 06:00 pm ფსიქოკონსულტირების სერთიფიცირებული კურსი

ჭავჭავაძის გამზირი 39. სადარბაზო - 2. სართული - 2 (ლიფტში 4) , ბინა 28 (კარი ლიფტის მხარეს), 0179 Tbilisi, Georgia

The Music of the Lord of the Rings by candlelight
Sat, 20 Sep at 08:00 pm The Music of the Lord of the Rings by candlelight

Silk Factory Studio

Deadsec \u26d3\ufe0f xResistenciAx @ CMR
Sat, 20 Sep at 09:00 pm Deadsec ⛓️ xResistenciAx @ CMR

Egnate Ninoshvili Str. N 8, 0102 Tbilisi, Georgia

\u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10d9\u10dd\u10dc\u10e1\u10e3\u10da\u10e2\u10d8\u10e0\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10e1\u10d0\u10d9\u10d5\u10d0\u10da\u10d8\u10e4\u10d8\u10d9\u10d0\u10ea\u10d8\u10dd\/\u10e1\u10d0\u10e1\u10d4\u10e0\u10e2\u10d8\u10e4\u10d8\u10d9\u10d0\u10e2\u10dd 1-\u10ec\u10da\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10d9\u10e3\u10e0\u10e1\u10d8
Mon, 22 Sep at 06:00 pm ფსიქოკონსულტირების საკვალიფიკაციო/სასერტიფიკატო 1-წლიანი კურსი

14ბ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, 0160 Tbilisi, Georgia

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events