Advertisement
✅ აღმოაჩინე ფსიქოკონსულტირება, როგორც პროფესიული განვითარების გზა, შემოუერთდი „ფსიქოკონსულტირების მასტერინგის“ პროგრამას 2025 წლის 5 ნოემბრიდან და მოიპოვე სერტიფიკატი. პროგრამა შექმნილია ფსიქოლოგებისა და ფსიქოლოგიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, ვისაც სურს გახდეს პროფესიონალი ფსიქოკონსულტანტი, შეიძინოს ფსიქოკონსულტირების წარმოების უნარ - ჩვევები პრაქტიკაში მომუშავე სპეციალისტებისგან და გაიღმავოს თეორიული ცოდნა. პროგრამა აერთიანებს თეორიასა და გამოცდილებით სწავლებას ტრენირების ფორმატში, ეყრდნობა ფსიქოკონსულტირების სფეროშო არსებულ მეცნიერულ ფუნდამენტებს, სიახლეებსა და მიღწევებს.
✅ კურსის ფარგლებში შეისწავლით ბავშვთა, მოზარდთა, ზრდასრულთა და ხანდაზმულთა ფსიქოკონსულტირებას, ოჯახთან ფსიქოლოგიური მუშაობის პრინციპებს, სტრესისა და ტრავმის ფსიქოკონსულტირებას, ფსიქოპათოლოგიას ფსიქოკონსულტანტებისთვის, პიროვნების განვითარებისა და ასაკობრივი კანონზომიერებების ფსიქოლოგიას და მის პრაქტიკულ გამოყენებას კონსულტირების პროცესში, ასევე, შეისწავლით ფსიქოთერაპიულ ინტერვენციებს ფსიქოკონსულტირებაში და პროცესის წარმოების ეთიკურ და სამართლებრივ ასპექტებს.
საათობრივი დატვირთვა - 500 აკადემიური საათი.
✅ კურსის გავლის შედეგად
● შეიძენ ფსიქოკონსულტირების წარმოებისთვის საჭირო ხარისხიან ცოდნასა და ეფექტურ უნარებს
● შეძლებ კლიენტის საჭიროების დიფერენცირებულ მოკვლევას
● შეძლებ კლიენტის პრობლემის გამოკვეთას
● შეძლებ კლიენტზე მორგებული ეფექტური რეკომენდაციების გაცემას
● დაეხმარები კლიენტებს საკუთარი მიზნების დასახვასა და მიღწევაში
● დაეხმარები კლიენტებს რესურსული მდგომარეობის ფორმირებაში და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში
● შეძლებ მუშაობას კერძო და საჯარო ორგანიზაციებში, სადაც ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევთ მომსახურე პერსონალს
● სურვილისამებრ, დასაქმდები სხვა და სხვა სერვის ცენტრებში ან გექნება კერძო პრაქტიკა
● შეძლებ ადამიანების კონსულტირებას სხვა და სხვა მიმართულებით (ოჯახური ფსიქოკონსულტირება; ბავშვთა და მოზარდთა კონსულტირება, მოზრდილთა კონსულტირება და სხვ)
● შექმნი ან/და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებ პროფესიულ პრაქტიკას, გაიზრდება კმაყოფილი კლიენტების რიცხვი, მომართვიანობა
● გაიღრმავებ პროფესიულ თავდაჯერებულობასა და კმაყოფილებას - ისწავლი ფსიქოკონსულტირების წარმოების ეფექტურ გზებს
● მიაღწევ პიროვნულ და პროფესიულ თვითრეფლექსიას, განავითარებ თვითეგულაციის უნარს
● შეძლებთ ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას სხვადასხვა ასაკის ადამიანებისათვის
● გაიფართოვებ პროფესიულ წრეს
✅ პროგრამის ხელმძღვანელი
ნანა გოგიჩაშვილი - პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, „მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის“ ფსიქოკონსულტირების მიმართულების ხელმძღვანელი
✅ პროგრამის 1 თვის ღირებულება - 420 ლარი
პროგრამაზე ინდივიდუალურად 6 ოქტომბრამდე რეგისტრაციისას კურსის 1 თვის ღირებულება - 340 ლარი
თანხის ერთიანად შემოტანის შემთხვევაში კურსს გაივლით წელიწადში 4500 ლარად 5040 ლარის ნაცვლად.
თუ ხართ მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი სარგებლობთ მუდმივმოქმედი 15% ფასდაკლებით და თვიური ღირებულებაა 360 ლარი.
პირველადი რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა :
https://forms.gle/ukD9qtvSKeBKfuVo9
ან
მოგვწერეთ ელ - ფოსტაზე [email protected]
სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, განათლება, აკადემიური ხარისხი და პროფესია, რატომ გსურთ კურსის გავლა.
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, საბუთების გამოგზავნის შემდეგ, საჭიროა მათი განხილვისა და გასაუბრების ღირებულების, 80 ლარის გადახდა. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება, ხოლო პროგრამაზე მიღების შემთხვევაში გამოაკლდება სწავლის პირველი თვის გადასახადს.
კურსზე მისაღებ მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და მერყეობს 12 - 17 მონაწილის ფარგლებში.
კურსზე რეგისტრაცია დაწყებულია!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით
[email protected]
598 53 53 88
მისამართი: გ.ჩუბინაშვილის 50
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
ჩუბინაშვილის 50, 0179 Tbilisi, Georgia, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა 48, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia