Advertisement
																								 
											
                  	
                    🇬🇪 🇦🇿 ქართულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობა გრძელდება. მუსიკისმცოდნე სანუბარ ბაგიროვას შემდეგ „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტს მორიგი აზერბაიჯანელი სწავლული ეწვევა.🏠 6 ნოემბერს, 17 საათზე იორგ ჰენლეს აუდიტორია უმასპინძლებს პროფესორ ვიდადი გაფაროვის ლექციას „თეატრი, როგორც კულტურული ხიდი ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის“.
🔹 ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ვივადი გაფაროვი ცნობილი აზერბაიჯანელი თეატრმცოდნეა, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნების ინსტიტუტში ხელმძღვანელობს თეატრისა და კინოს განყოფილებას, არის აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. იკვლევს თეატრის ისტორიისა და თეორიის, ხელოვნების სოციოლოგიის საკითხებს.
🔹 1994 წლიდან მოღვაწეობს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, მანამდე გახლდათ მშობლიურ ქალაქ ლენქორანის თეატრის ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი.
🔹 2009 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „აზერბაიჯანის თეატრის ჟანრობრივი თავისებურებები: ფორმირების პერიოდი“. ბ-ნი ვივადი არის 3 წიგნისა და 80-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, 7 სასწავლო პროგრამის შემდგენელი. 20-ზე მეტ წიგნზე მუშაობდა, როგორც რედაქტორი, მთარგმნელი ან შემდგენელი.
🔹 2010–2020 წლებში იყო ხელოვნებისა და არქიტექტურის პრობლემების სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს სამეცნიერო მდივანი, მონაწილეობდა აზერბაიჯანის ხელოვნების განვითარების სტრატეგიებისა და დოკუმენტების შემუშავებაში (1999, 2008, 2014, 2016 წწ.).
🔹 პროფესორი გაფაროვი აქტიურად თანამშრომლობდა ეროვნულ პრესასთან. მუშაობდა რედაქტორად და პასუხისმგებელ მდივნად რამდენიმე გაზეთში ("Press Fakt", "Şəkərvillası", "Planet", "Gün səhər"), 2011–2017 წლებში რედაქტორობდა გამოცემა "Kaspi"-ს თეატრალურ დანართს. 2018 წელს დააარსა ხელოვნების პორტალი teatro.az და არის მისი მთავარი რედაქტორი.
🔹 გახლავთ აზერბაიჯანის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირისა და თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.
                  			Advertisement
																								 
											
                  	
                    Event Venue & Nearby Stays
Caucasian House კავკასიური სახლი, გალაკრიონის ქუჩა 22, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
									Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place. 
								
							










