Advertisement
ქლერ კაიზერი არის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ის საქართველოს აკადემიური წრეებისათვის ცნობილია, როგორც ავტორი წიგნისა „ქართველი და საბჭოელი - ტიტულირებული ერი და სტალინის აჩრდილი კავკასიაში“.წიგნი ეძღვნება შედარებით ნაკლებად გამოკვლეულ საბჭოთა პერიოდს მეორე მსოფლიო ომიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე.
ტიმოთი ბლაუველტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების ასოცირებული პროფესორია. მრავალ სამეცნიერო სტატიასთან ერთად, ის არის ავტორი წიგნისა „კლიენტლიზმი და ეროვნება ნესტორ ლაკობას საბჭოთა აფხაზეთში“.
მოდერატორი ქეთი ეფაძე არის იდენტობის და მეხსიერების მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის მასპინძლობით ორგანიზებულ ამ დისკუსიაზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა ნესტორ ლაკობასა და მის შემდგომი აფხაზი ლიდერების მიერ „ორი ცენტრის“ გამოყენება საკუთარი მიზნების მისაღწევად, განხვავებული რეაქცია თბილისსა და სოხუმში 1956 და 1978 წლის მოვლენებზე და რა გავლენა მოახდინა ამან დამოუკიდებლობისშემდგომი მოვლენების განვითარებაზე.
მისამართი: ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტი G106 აუდიტორია, გიორგი წერეთლის ქ. #1.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Ilia State University ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, Cholokashvili Ave 3/5,Tbilisi, Georgia