ზამთრის სტამბოლი, ოთხდღიანი ტური

Thu, 08 Jan, 2026 at 03:00 am to Sun, 11 Jan, 2026 at 09:55 pm UTC+03:00

Istanbul, Turkye | Istanbul

Dgl Tours
Publisher/HostDgl Tours
\u10d6\u10d0\u10db\u10d7\u10e0\u10d8\u10e1 \u10e1\u10e2\u10d0\u10db\u10d1\u10dd\u10da\u10d8, \u10dd\u10d7\u10ee\u10d3\u10e6\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8
Advertisement
📣 8-9-10-11 იანვარს (იჩქარეთ სანამ ავიაბილეთები იაფია) სტამბოლი – ქალაქი, რომელიც უბრალოდ არ უნდა ნახო, არამედ უნდა შეიგრძნო…
ჩვენს ტურში გაგაცნობთ სტამბოლის ყველა მხარეს – ისტორიულ ძეგლებს, უძველეს ქუჩებს და აღმოსავლურ სურნელით გაჟღენთილ ბაზრებს, გემით გავისეირნებთ ღამის ბოსფორზე, ასევე დილით გემით გავემგზავრებით პრინცების კუნძულებზე.
გაეცანით ჩვენი ტურის შინაარს👇
📣ტურისტული კომპანია Dgl Tours დი ჯი ელი, თვითმფრინავით თბილისიდან 8-9-10-11 იანვარს გთავაზობთ
სრულ ოთხდღიან ტურს სტამბულში 560 ლარიდან!
I დღე
✔️ადრეული ჩაფრენა სტამბოლში
✔️ ტრანსფერი სასტუმროში.
საუზმისა და დასვენების შემდეგ: სითი ტური ძველ ქალაქში
✔️სულთან აჰმედის მოედნის დათვალიერება, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადგილია.
✔️ცისტერნა ბაზილიკა (თანხა: 33€ შეაბამისი ლირა, სურვილისამებრ )
✔️აია სოფიას ტაძარი, (შესვლა მხოლოდ მეორე სართულზეა შესაძლებელი, რადგან პირველი სართული მეჩეთია. თანხა 25€ შესაბამისი ლირა სურვილისამებრ)
✔️ექსკურსია თოფკაფის სასახლეში – ოსმანთა სულთნების რეზიდენცია, სადაც ისინი
400 წლის განმავლობაში ბატონობდნენ. წმ. ირინეს ტაძარს, ჰარამჰანას, ამ ყველაფრის თანხა 55€-შესაბამისი ლირა (სურბილისამებრ) ასევე ვნახავთ საოცარი სილამაზის გულჰანეს პარკს, (მხოლოდ პარკში შესვლა უფასოა)
✔️სულთან აჰმედის ლურჯი მეჩეთი,
✔️რომის იპოდრომი.
✔️თავისუფალ დროს გასეირნებას ისტიკლალზე შეძლებთ ყოველ საღამოს, რადგან ჩვენი სასტუმრო ტაქსიმზეა, მეიდანზე.
✔️ღამისთევა სასტუმროში.
II დღე
✔️საუზმე სასტუმროში
✔️ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც ბიზანტიის იმპერიაში, აია სოფიას შემდეგ, მეორე ტაძარი გახლდათ თავისი სიწმინდით. აქ არის სასწაულმოქმედი წყარო. აქ ინახებოდა დედა ღვთისას სარტყელი და ლუკა მახარებლის მიერ შესრულებული ხატი-ოდიგიტრია.
✔️წმ. სტეფანეს ბულგარული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც სამ დღეში აიგო თუნუქის კონსტრუქციისაგან XIXს.
✔️ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ( გასაღებების) ტაძარი.
✔️მსოფლიო საპატრიარქოს საკათედრო ტაძრისა და რეზიდენციის მონახულება.
✔️ჰენერის ისტორიული უბანი,
✔️დოლმაბაჰჩეს სასახლის მონახულება. (თანხა: 41€, შესაბამისი ლირა)
✔️19:20 საღამოს კრუიზი ბოსფორზე ტრანსფერით, თურქული ღამის შოუ და ვახშმით. თანხა: 45€
✔️დაბრუნება სასტუმროში.
III დღე:
✔️07:50 საუზმე სასტუმროში
✔️08:15 პრინცების კუნძულები გემით, მოვინახულებთ ორ კუნძულს: ბუიუქადას და კინილიადას, სადილი ბორანზე
ბორანის სრული ტურის თანხა ტრანსფერის ჩათვლით: 40€
✔️ "ლევინსონის" ტყავის მაღაზიაში მოდელების გამოფენა -გაყიდვა.
✔️დაბრუნება სტამბოლში 18:00-ზე
✔️ გასეირნება ულამაზეს ისტიკლალის ქუჩაზე, სადაც ბრენდული მაღაზიებია.(ჩვენი სასტუმრო ამ ქუჩის წინ არის და ყოველ სღამოს შეგეძლებათ სეირნობა ისტიკლალზე)
✔️ გალათას კოშკი (ზემოთ ასვლა 30€ სურვილისამებრ) გალათას კოშკთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ ცნობილი ჩიზ-ქეიქი და გადაიღოთ სამახსოვრო ფოტოები.
✔️დაბრუნება სასტუმროში
IV დღე
✔️საუზმე სასტუმროში
✔️ თავისუფალი დღე, მსურველები გამომყვებით ემინონუს მოედანზე და ერთად მოვინახულებთ სულეიმანიეს მეჩეთს, სულთან სულეიმან დიდის და ჰიურემის საფლავებს.
✔️ ცნობილი ეგვიპტის ბაზარი
✔️ საღამოს - ტრანსფერი აეროპორტში.
➡️შესაძლებლია ტურის განმავლობაში მოხდეს სანახავი ობიექტების გადაადგილება.
⭕ტურის თანხა ავია ბილეთების გარეშე 560₾
⭕ღირებულებაში შედის:
➡️ სამოგზაურო დაზღვევა
➡️ 4* სასტუმრო სამი ღამით ქალაქის ცენტრში ტაქსიმზე ცენტრში მოედანთან,
➡️ საუზმე
➡️ სითი ტაქსის ქალაქის მოსაკრებელი
➡️კომპანიიდან ქართულ ენოვანი გამყოლის მომსახურება ტურის განმავლობაში.
➡️ პროფესიონალი ადგილობრივი გიდის მომსახურება მომლოცველობით დღეს
⭕ღირებულებაში არ შედის:
➡️ავია ბილეთი (თბილისი-სტამბული-თბილისი) 8 კგ. ხელბარგი ჩემოდანი 55×40×23 და ხელჩანთა 4 კგ.
➡️ ტრანსფერი თურქეთში: აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი თანხა ორივე ტრანსფერის: 30€
➡️ ზოგიერთ ადგილას გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით.პლასტიკური სამგზავროზე ჩავტვირთავთ მინიმუმ 350 ლირას (25 ლარია)
➡️ ტურის ექსკურსიების თანხები ზემოთ არის მითითებული
➡️ ბორანის ბილეთები ( პრინცების კუნძულზე და ბოსფორზე ზემოთ არის მითითებული)
➡️ სადილები და ვახშმები
⭕თურქეთში მოგზაურობისთვის აუცილებელია!
➡️საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი ან პირადოპის მოწმობა ( ID ბარათი ) ვადა უნდა ჰქონდეს გამგზავრებიდან 6 თვე მაინც.
➡️ ფასი მოცემულია 1 ადამიანზე ორადგილიან და სამადგილიან ნომერში.(ვისაც ნომერში მარტო ყოფნის სურვილი აქვს მოუწევთ თანხის დამატება)
➡️ტურში აღწერილი ობიექტები შესაძლებელია გადანაცვლდეს სხვადახვა ობიექტური მიზეზების გამო.
➡️ ავიაბილეთის შეძენა ხდება წინასწარ
( ფასები ცვალებადია ამიტომ წინასწარ დაგვირეკეთ რათა გადავამოწმოთ ტუროპერატორთან)
⭕ადგილების დასაჯავშნად რამდენიმე დღით ადრე დაგვიკავშირდით და მოგწერთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, რათა ჩარიცხოთ ტურის საფასური. აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი, ტურის დასახელება და თარიღი . თუ ტურზე ვერ შეძლებთ წამოსვლას ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება და არც სხვა ტურზე არ გაიცვლება! ავიაბილეთების თანხა არ ბრუნდება და არც სხვის სახელზე არ ფორმდება. ასევე თუ პასპორტის შემოწმებისას რაიმე თქვენივე მიზეზების გამო საზღვარს ვერ გადაკვეთ არც მაშინ არ ბრუნდება თანხა, ამიტომ იყავით ყურადღებით!
⭕არასრულწოვანისთვის საჭიროა დაბადების მოწმობა+ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი თუ დედა მოყვება + ნოტარიულად დამოწმებული საბუთი
⭕დაგვიკავშირდით ამ ნომრებზე:
📞597537979-თამარი WhatsApp
📞598181972-თამარი Viber
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

Istanbul, Turkye, Turkey

Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you:

More Events in Istanbul

A\u015fk Biter Mi?
Wed, 07 Jan at 08:30 pm Aşk Biter Mi?

Zorlu Center, 34340, İstanbul, Turkey

Ata Demirer Gazinosu
Wed, 07 Jan at 09:00 pm Ata Demirer Gazinosu

Zorlu Center, 34340,, İstanbul, Turkey

\u015eam in \u0130stanbul
Wed, 07 Jan at 10:00 pm Şam in İstanbul

Dorock XL Kadıköy

cakal in \u0130stanbul
Thu, 08 Jan at 04:00 pm cakal in İstanbul

Volkswagen Arena

Ata Demirer Gazinosu
Thu, 08 Jan at 09:00 pm Ata Demirer Gazinosu

Zorlu Center, 34340,, İstanbul, Turkey

2026 International Istanbul Open Backgammon Championship
Fri, 09 Jan at 12:00 pm 2026 International Istanbul Open Backgammon Championship

Akgün İstanbul Hotel

cakal in \u0130stanbul
Fri, 09 Jan at 04:00 pm cakal in İstanbul

Volkswagen Arena

Cem Adrian
Fri, 09 Jan at 09:00 pm Cem Adrian

JJ Arena

Istanbul is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Istanbul Events