Advertisement
⭕️თავგადასავლების დროა. შემოგვიერთდით ვაშლოვანის დაუვიწყარ ტურზე. შეიქმენით განსაკუთრებული დღეები და ემოციები ჩვენთან ერთად.
⭕️ტური გაიმართება 12/13 აპრილს. გასვლას ექნება ჯიპ-ტურის სახე. ამიტომ ვერ იქნება ბიუჯეტური.
☝️ იმოგზაურებთ სრულიად განსაკუთრებულ და განსხვავებულ გარემოში, რომლის მსგავსი საქართველოს არცერთ კუთხეში არ გხვდება. მიიღებთ უამრავ დაუვიწყარ ემოციას, დატკბებით ბუნების სილამაზით . ორი დღით იმოგზაურებთ ველურ გარემოში.
⭕️ტური ხანგრძლივობა-2 დღე (ღამისთევა კარვებში)
⭕️ გადაადგილება ძირითადად ხდება ჯიპებით , ფეხით გავივლით იმდენს, რამდენიც გვენდომება, რათა უკეთ შევიგრძნოთ აქაური ბუნების სილამაზე. ( დაახ. 2-3 კმ)
⭕️ტრანსპორტით გასავლელი მანძილი: დახ. 500 კმ.
‼️ღირშესანიშნაობები:
✨️. გაზაფხულის ამწვანებული შირაქის ველი
✨️. ვაშლოვანის გადასახედი" - გადასახედი ვაშლოვანის ნაკრძალზე
✨️. იუკების პლანტაცია - "ქართული მექსიკა"
✨️პანტიშარას ხეობა და პანტიშარას ალესილები.
✨️მერცხლების ქალაქი
✨️. დათვის ხევი, სადაც გვხდება ნამარხი მოლუსკები.
✨️ ულამაზესი საკმლის ხის ნათელი ტყე - ქართული სავანა
✨️ სამუხის (ელდარის) ველი, სადაც ბინადრობენ ქურციკები და ხედების სამუხის ქედზე.
✨️ბუღა მოედნის გადასახედი საოცარი ხედებით
✨️უსახელოს ( დევის) გადასახედი მიჯნისყურეზე.
✨️მიჯნის ყურე
✨️ტახისწყალი
✨️. ულამაზესი პანორამული ხედები ალესილებზე და კავკასიონზე, ალაზნის ჭალებზე.
‼️ ვაშლოვანი სანახაობაა. ეს უნდა ნახოს ყველა ადამიანმა.
ტურის ღირებულებაა 190 ლარი
⭕️ფასში შედის:
🔹️ტრანსპორტის მომსახურება (ყველგანმავალი),
🔹️ნაკრძალში შესვლის მოსაკრებელი,
🔹️ასევე ნაკრძალის ტერიტორიაზე ავტომობილის შესვლის და საკარვე ადგილზე კარვის გაშლის გადასახადი.
🔹️ გიდის მომსახურება.
⭕️ამინდი: სავარაუდოდ მზიანი
⭕️ღამის თევა მოხდება ალაზნის პირას კარვებში. ვისაც კოტეჯი გნებავთ გვატყობინებთ წინასწარ. კოტეჯის დამატებითი ღირებულებაა 30 ლარი.
⭕️ვიკრიბებით 05:30 მეტრო დიდუბის ზედა გამოსასვლელთან. გასვლა 6 საათზე.
ნუ დაიგვიანებთ.
🔹️ტურზე წამომსვლელთათვის აუცილებელი აღჭურვილობა და ნივთები:
‼️- ტურზე რეგისტრაცია ხდება გასვლამდე მინიმუ ერთი კვირით ადრე, რადგან საშვების დამზადებას ჭირდება 4-5 დღიანი პროცედურა.
1.პირველ რიგში აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის მოწმობა . მის გარეშე ვერ გაივლით რეგისტრაციას.
2..საძილე ტომარა, პარალონი, კარავი. (სასურველია თქვენი იქონიოთ) ვისაც არ გაქვთ დაგეხმარებით შოვნაში.
3.სალაშქრო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, 2 დღის საკვები, წყალი, წყლის ჭურჭელი. სათადარიგო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საწვიმარი ყოველშემთხვევისთვის - ზურგჩანთა, პირადი მოხმარების ნივთები.
სასურველია თან იქონიოთ ფანარი,
სალაშქრო ჯოხები. ინდივიდუალური აფთიაქი.
კვების საკითხი შეგვიძლიათ მოვაგვაროთ ერთად. ვიყიდოთ სამწვადე.
‼️გაფრთხილება:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამი, კატეგორიულად იკრძალება ტრანსპორტში მოწევა და ალკოჰოლის მიღება, არ ვყრით ნაგავს, არ ვბილწსიტყვაობთ. დაუშვებელია მოძრაობისას ალკოჰოლის დალევა და მარშუტიდან თვითნებური გადახვევა და გაჩერება, ცალკე -ცალკე ჯგუფებად სიარული , ყურსასმენებით მოძრაობა. საკვებად და შესასვენებლად ვრჩერდებით ყველა ერთად.
ვემორჩილებით ორგანიზატორს. ყოველი მისი გადაწყვეტილება მისაღები უნდა იყოს ყველასთვის. ასევე კატეგორული გაფრთხილებაა - არავინ ვაგვიანებთ! - წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს მოიხსნას ყოველგვარი პასუხისმგებლობა თქვენზე.
⭕️ფორსმაჟორული სიტუაცია: ასეთ შემთხვევაში ტურის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
‼️ ადგილების დაჯავშნა უკვე დაიწყო. სიაში ჩაწერის ბოლო დღე 10 აპრილია. თანხა ირიცხება წინასწარ. მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ ჩაეწერებით წამომსვლელთა სიაში.
⭕️გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 1 კვირით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!
⭕️დამატებითი დეტალებისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:
📞599 96 78 96 ეკატერინე
📞593 50 22 70
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
ვაშლოვანი • Vashlovani, Vashlovani,Akhalgori, Mtskheta, Georgia