Advertisement
🎤 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს დებატების სერიას!📚 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება დებატების შეჯიბრი „ერთი ათის წინააღმდეგ“.
🎯 შეჯიბრის მთავარი მიზანია სტუდენტებში მნიშვნელოვანი უნარების განვითარება:�• კრიტიკული აზროვნება და ანალიტიკური მიდგომა;�• არგუმენტირებული მსჯელობა და პოზიციის დაცვა ლოგიკასა და ფაქტებზე დაყრდნობით;�• საკუთარი მოსაზრების მკაფიო და თავდაჯერებული გამოხატვა;�• საჯარო გამოსვლისა და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება;�• სტრესულ გარემოში ეფექტური აზროვნებისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;�• პროფესიული დამოუკიდებლობისა და ლიდერობის შესაძლებლობების გაძლიერება.
📝 პროექტში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ სტუდენტს, რომელიც შეირჩევა სამოტივაციო წერილის საფუძველზე.�სამოტივაციო წერილი უნდა იყოს მაქსიმუმ 150 სიტყვის მოცულობის და უნდა ასახავდეს, რატომ გსურს მონაწილეობა და რას ელი ამ გამოცდილებისგან.
📅 შეჯიბრის თარიღი: 31 ოქტომბერი, 13:00 საათზე.�📍 ლოკაცია: თსუ-ის მეორე კორპუსის, 119-ე აუდიტორია
🎓 ყველა მონაწილე მიიღებს ოფიციალურ სერტიფიკატს, რომელიც დაადასტურებს მის ჩართულობას პროექტში.
• დებატების თემა გახდება ცნობილი უშუალოდ ღონისძიების დაწყებისას�• მონაწილეებს მოეთხოვებათ ეთიკური ნორმების დაცვა და კოლეგიალობის გამოხატვა
🚀 არ გამოტოვო შანსი!�გამოიჩინე თავი, დაიხვეწე როგორც მოაზროვნე და მომხსენებელი — და გახდი დებატების ჩემპიონატის ნაწილი!
📝 რეგისტრაციისთვის შეავსე შესაბამისი ფორმა
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf2VfXjKk6G-F-4pBxlgCp63yjVywpyxiA7JJLFRg5i8tKmgg/viewform?usp=header
⏰ განაცხადების მიღება დასრულდება: 2025 წლის 30 ოქტომბერს, 12:59 საათზე.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Chavchavadze Ave. #1, Tbilisi, Georgia
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











