Advertisement
																								 
											
                  	
                    ჩვენი შვილები და მათი მომავალი საფრთხეშია.2 ნოემბერს, 19:00 საათზე, ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობას გავმართავთ დედები - სოლიდარობისთვის, თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილებისთვის.
დღეს, როცა საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და ბავშვებს საკვების ძებნა ნაგვის ურნებში უწევთ, ქვეყნის არა-ლეგიტიმური ხელისუფლება ბიუჯეტიდან მილიონებს იპარავს.
ბავშვები საბავშვო პარკებსა და ჭებში იღუპებიან უსაფრთხოების წესების უგულებელყოფის გამო.
ინიცირებულია განათლების “რეფორმა”, რომელიც ზრდის სახელმწიფო კონტროლს სკოლებსა და უნივერსიტეტებზე და ზღუდავს ახალგაზრდების აკადემიურ თავისუფლებასა და საერთაშორისო შესაძლებლობებს.
ბაზარი სავსეა უხარისხო პროდუქტებით, ხოლო ხილ-ბოსტნეული ხშირად პესტიციდებით გაჯერებულია - სათანადო კონტროლის გარეშე.
დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურება საგანგაშო ნიშნულს აღწევს.
ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია, ხოლო კორუფცია სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებშიც ღრმად არის გამჯდარი.
სისტემის წინააღმდეგ მებრძოლ დედებს აპატიმრებენ.
სოლიდარობა დედებს, ვინც სისტემამ დაატყვევა. სოლიდარობა დედებს, რომელთა შვილებიც პოლიტიკური პატიმრები არიან.
გამოდი შვილებისთვის - მათი უსაფრთხოებისთვის, ჯანმრთელობისთვის და მომავალისთვის!
ქვეყანა ევროპულ გზაზე უნდა დავაბრუნოთ!
                  			Advertisement
																								 
											
                  	
                    Event Venue & Nearby Stays
ფილარმონია, Biblus - ბიბლუსი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
 
								
									Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place. 
								
							









