Advertisement
"აქ სიყვარულია"ეკა კვალიაშვილის საავტორო, შემოქმედებითი, საიუბილეო საღამო.
23 მაისს - თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში - SPARKS წარმოგიდგენთ - ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებელის, მომღერლის, მუსიკოსისა და პიანისტის - ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამოს.
ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებელს, მომღერალს, მუსიკოსსა და კომპოზიტორს, ქართული საესტრადო სცენის მშვენებას, ეკა კვალიაშვილი, პირველად წარსდგება მსმენელის წინაშე როგორც კომპოზიტორი.
ეკა კვალიაშვილს გამოცემული აქვს რამდენიმე ალბომი. ჩატარებული აქვს საქველმოქმედო სოლო კონცერტები, რომელიც მიეძღვნა უდედმამო ბავშვებს. არის მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი: "მის-როკ ევროპა - 92"; "ბათუმის ტრუბადურები" - გრან-პრი 95; 2000 წლის საუკეთესო ვოკალისტი; 2000 წლის ბოლო ათწლეულის საუკეთესო შემსრულებელი; "ლიგა" -96; "მეგა" (2006); "ოქროს დისკი". დღეისათვის იგი ასრულებს ფოლკლორს, ჯაზს, სოულს, პოპს, რომანებს, იგი არის, უამრავი, მსმენელისათვის საყვარელი სიმღერების ავტორ შემსრუმებელი. მისი რეპერტუარი შედბა ძირითადად საკუთარი კომპოზიციებისგან ეკას შემოქმედება გამსჭვალულია ქართული ჟინით და ქართული ხასიათით. მას განსაკუთრებულად უყვარს თავისი სამშობლო საქართველო, მშობლიური ქალაქი - თბილისი და ეს სიყვარული მის მიერ შესრულებული ყველა მუსიკალური ნაწარმოების თანმდევია.
სწორედ ამ დიდი სიყვარულის და დაფასების გამოხატულებაა, რომ ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამო დაგეგმილია 23 მაისს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე.
საღამო წარმოდგენილი იქნება მხატვრული წარმოდგენის სახით, რომელიც მთლიანად წარმოადგენს ეკა კვალიაშვილის საავტორო შემოქმედებას. საღამოს წარუძღვება მუსიკათმცოდენე მაია დათუნაშვილი, რომელიც სცენარის მიხედვით მაყურებელს წარუდგენს წლების მანძილზე, ეკას შემოქმედების ნაცნობ და აქამდე უცნობ დეტალებს. საღამოს მსვლელობაში მონაწილოებას მიიღებენ ეკა კვალიაშვილის მეგობრები და კოლეგები: თემურ თათარაშვილი, რომა რცხილაძე, ნუკა კვალიაშვილი, ანრი ჯოხაძე, ლუკა ჭოხონელიძე , თბილისური კვარტეტი, პიანისტი ლევან ჩხაიძე, ნიკა ადიკაშვილი, „ მუსიკალურად გააფორმებს მაესტრო ზურაბ მახნიაშვილი, სიმებიანი ორკესტრი და ინსტრუმენტული ბენდი.
------
19:00 - კარის გახსნა
20:00 - კონცერტის დასაწყისი
------
-
🎫 ბილეთის შეძენა: https://biletebi.ge/Pilarmonia/aq-siyvarulia
-
-
-
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, Biblus - ბიბლუსი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets