Advertisement
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, გამოფენის ‘ასვლა’ ფარგლებში, გიწვევთ შეხვედრაზე გურამ წიბახაშვილთან.
გამოფენაზე ‘ასვლა’ წარმოდგენილია გურამ წიბახაშვილის დოკუმენტური და კონცეპტუალური ნამუშევრები, რომლებიც საქართველოს უახლეს ისტორიას აღწერენ და ეხმიანებიან. გამოსახულებები ბოლო 30 წლის განმავლობაშია შექმნილი, თუმცა, მათი დღევანდელობასთან რელევანტურობა გასაოცარი და ძალიან საინტერესოა.
შეხვედრაზე, ხელოვანი ისაუბრებს როგორც მიმდინარე გამოფენაზე, ასევე, ცალკეულ სერიებსა თუ ნამუშევრებზე და ისტორიებსა და პროცესებზე მათ მიღმა.
შეხვედრას მოდერაციას გაუწევენ გამოფენის კურატორები - ნესტან ნიჟარაძე და ანა გაბელაია.
📍მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო "სტამბა", დ ბლოკი, მეორე სართული.
დასწრება თავისუფალია.
ფოტო ქავერზე: სერიიდან “განმარტებები“. © გურამ წიბახაშვილი. 2016
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
14 M. Kostava str., 0108 Tbilisi, Georgia, მერაბ კოსტავას ქუჩა 14, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











