Advertisement
? GAU-ში ვაგრძელებთ თქვენთვის ახალი გლობალური შესაძლებლობების შექმნას, იმისთვის, რომ თქვენ იფიქროთ, იაზროვნოთ და იმოქმედოთ გლობალურად. მასშტაბური აზროვნება თქვენს ცოდნას გაამრავალფეროვნებს და გაქცევთ კონკურენტუნარიანად საერთაშორისო არეალზე. ? GAU იწყებს მსოფლიო მასშტაბით წამყვან დედაქალაქებში მთავარ უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო პლატფორმებთან პარტნიორობას და გაეროს მოდელირებების საერთაშორისო ქსელთან თანამშრომლობას, რაც ნიშნავს იმას რომ GAUელებისთვის და ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტისთვის იქმნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გაეროს მოდელირების ფორუმებზე.
?? პარიზის გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია სორბონას უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო სტუდენტებს ჩაერთონ გაეროს მოდელირების ევროპულ ფორმატში და ეზიარონ “ფრანგულ დიპლომატიას”.
? კონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება ჩაერთონ ცოცხალ დიპლომატიურ და პოლიტიკურ პროცესების მოდელირებაში, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება დიპლომატიის პრაქტიკული განზომილების შესახებ, მოირგონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის როლი და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში!
? ვეძებთ ახალგაზრდა ლიდერებს, მათ ვისაც გაქვთ ხედვა და მოტივაცია შეცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ, მათ ვისაც გაქვთ სათქმელი და ვინც მზად ხართ იკამათოთ, იდისკუსიოთ 300-ზე მეტ ახალგაზრდა ლიდერთან მთელი მსოფლიოდან.
✅ პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს.
? განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 აპრილი.
? დეტალური ინფორმაციისთვის, პროექტის საფასურის და რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/3mhAXN8
? რეგისტრაცია მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის: https://bit.ly/3jAZ6MZ
? რეგისტრაცია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: https://bit.ly/3iXovzT
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Sorbonne University Paris, Paris, France