Advertisement
Open Masters Games Abu Dhabi 2026
საქართველო თავის ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას Open Masters Games Abu Dhabi 2026-ზე მოცურავეთა ოფიციალური გუნდით.
6–15 თებერვალს ქ. აბუ დაბიში (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) გაიმართება Open Masters Games Abu Dhabi 2026 – სამოყვარულო სპორტის ერთერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო მასობრივი სპორტული ღონისძიება, რომელიც 25,000-ზე მეტ მონაწილეს გააერთიანებს და მოიცავს 38 სპორტის სახეობას.
თამაშები ღიაა 30 წლის და უფროსი ასაკის სპორტსმენებისთვის (ცურვაში – 25+), რაც სრულად ასახავს „ცხოვრების განმავლობაში სპორტის“ და „სპორტი ყველასთვის“ კონცეფციას.
პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვეყანას ამ პრესტიჟულ საერთაშორისო ფორუმზე წარადგენს მოცურავეთა გუნდი, ორგანიზებული საქართველოს მასტერსის საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის მიერ.
ქართული გუნდი იასპარეზებს კლუბ Aquamasters Alliance-ის სახელით და მონაწილეობას მიიღებს როგორც ინდივიდუალურ დისტანციებზე, ასევე გუნდურ ესტაფეტებში.
გუნდის შემადგენლობაში შედიან:
ირაკლი რევიშვილი – 6-გზის მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიოს რეკორდსმენი (35–39),
ალექსანდრე მოსეშვილი (35–39),
ივანე ლექვთაძე (35–39),
ზაზა კობახიძე (45–50),
ალექსანდრე გიორგაძე (65–69),
ია ცაგარელი (50–54).
საქართველოს მონაწილეობის ფაქტი Open Masters Games Abu Dhabi 2026-ზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყნის სამოყვარულო სპორტის განვითარებისა და საერთაშორისო არენაზე წარმოჩენის მიმართულებით.
ვუსურვებთ წარმატებებს ჩვენს სპორტსმენებს და ღირსეულ გამოსვლას მსოფლიო სპორტულ ასპარეზზე! 🇬🇪🏊♂️🏊♀️
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Abu-Dhabi, Abu Dhabi, United Arab Emirates
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.










