Advertisement
🔥 ერთ დიდ ფრანგ მოაზროვნეს ტრადიციებზე მსჯელობის დროს მშვენიერი სიტყვები აქვს ნათქვამი: "ჩვენ წარსულიდან უნდა ავიღოთ ცეცხლი და არა ფერფლი".
კავკასიურ სახლში განსაკუთრებულ პატივს ვცემთ არამხოლოდ ათასწლოვანი გამოცდილების მქონე ტრადიციებს, არამედ სულ რამდენიმე წლის წინ დამკვირდრებულ ადათებსაც.
🏠 ათი წელია "კავკასიური სახლის" სახალხო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს პროფესორი ცირა ბარამიძე. მისი ლექციები ჩვენს გამორჩეულ ტრადიციად იქცა.
ახალ ტრადიციას რამდენიმე მყარი საფუძველი აქვს:
🔸 ცირა ბარამიძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი კავკასიოლოგია, მისი ენათმეცნიერული ნაშრომები თარგმნილია ათზე მეტ ენაზე.
🔸 პროფესორი მულტიდისციპლინარული მკვლევარია, იგი ერთ დარგს არ ჰყავს დატყვევებული.
ფილოლოგიის დოქტორმა თავისი ამ მისწრაფებისა და გამორჩეული ორგანიზატორული ნიჭის წყალობით შეძლო და 2000-იანი წლების მეორე ნახევარში თსუ-ის კავკასიური ენების კათედრა მრავალ დარგში მომუშავე კავკასიოლოგიის ინსტიტუტად აქცია.
🔸 ენათმეცნიერი ლექციებს ძალიან თვითმყოფადი სტილით კითხულობს. ენერგიულობა, მსუბუქი იუმორი, სიახლეების წარმოჩენის სურვილი ქ-ნი ცირას ლექციების განუყრელი თანამგზავრია.
🔸 ბარამიძე ჩვენი გამომცემლობის ავტორიცაა. მან სპეციალურად "კავკასიური სახლისთვის" შექმნა პუბლიკაცია "კავკასია დროისა და სივრცის გასაყარზე". წიგნის მიზანია, გააცნოს მკითხველს კავკასიის ხალხთა ისტორიის ცვლის დინამიკა, მიზეზები, შედეგები და პერსპექტივები; გააცნოს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული პრობლემების არსი, წარმომშობი მიზეზები, დღევანდელი ვითარება და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ხედვები კავკასიის მომავლის შესახებ ალტერნატიულ ასპექტებში, აგრეთვე თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში კავკასიის რეგიონალიზაციის მთავარი ვექტორები.
🔴 ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, 26 თებერვალს, 17 საათზე "კავკასიური სახლის" იორგ ჰენლეს აუდიტორიაში კარგი და სასარგებლო საქმე გელით - ქ-ნი ცირა წაიკითხავს ლექციას "კავკასია ერთი ღმერთიდან ერთ ღმერთამდე: კავკასიის წარმართული ღვთაებების პანთეონი (ლინგვოკულტუროლოგიური ასპექტები)".
სათაურმა არ შეგაშინოთ, პროფესორს შესწევს ძალა იმისა, რომ ყველაზე რთული დებულებები მარტივად მოიტანოს ჩვენთან.
📣 შემოგვიერთდით!
📍 მისამართი: გალაკტიონის ქ. N20
caucasianhouse.ge
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Caucasian House კავკასიური სახლი, Tabidze St., Tbilisi, Georgia