Advertisement
🎉 11 აპრილს, ხუთ საათზე გელოდებით ჩვენი ახალი წიგნის პრეზენტაციაზე! 📍 სად: ექსპო ჯორჯია მე-11 პავილიონში, ა. წერეთლის 118.
წარმდგენები: აღმ. ევროპის ისტორიის დოქტორი თამარ ქებურია, ვახტანგ ნაცვლიშვილი, მოძრაობა "ხმა” და გიორგი დიასამიძე, პროფკავშირი “ლაბორი”.
წიგნი თარგმნა ნინო შარვაშიძემ.
📃 ტიმოთი გარტონ ეში (დ. 1955) არის ბრიტანელი ისტორიკოსი და მწერალი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების პროფესორი. მისი წიგნების უმეტესობა ეხება ევროპის თანამედროვე ისტორიას, განსაკუთრებით კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ცვლილებებს - 1980-იანი წლებიდან დღემდე. მისი ბოლო წიგნი სამშობლოები (Homelands) საერთაშორისო ბესტსელერად იქცა.
წიგნში “პოლონეთის რევოლუცია: სოლიდარობა” ავტორი წარმოგვიდგება, როგორც თვითმხილველი და ბრწყინვალე ანალიტიკოსი. ის გვიყვება როგორ გარდაიქმნა გდანსკის გემთსაშენის გაფიცვა პროფკავშირად, პროფკავშირი კი - სახალხო მოძრაობად. გვიყვება უთანასწორო ბრძოლაზე კომუნისტური მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც საომარი მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად - საბოლოოდ - პოლონელი ხალხისა და დემოკრატიის გამარჯვებით დასრულდა.
დღეს, როდესაც საქართველოში პროფკავშირული მოძრაობა ძალას იკრებს, ეს წიგნი პრაქტიკულ გზამკვლევადაც გამოდგება და შთაგონებადაც.
📚 შეგახსენებთ, რომ წიგნები გვჭირდება არა მარტო თავისუფლების მოსაპოვებლად, არამედ მის შესანარჩუნებლად.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Expo Georgia ექსპო ჯორჯია, მოდენა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia