Advertisement
21 თებერვალს, შაბათს, 15:00 საათზე გიწვევთ აზროვნების აკადემიის გამომცემლობის ახალი წიგნის, მიხაელ ენდეს „ვუნშპუნში ანუ ნატვრის სასმელი“ წარდგენაზე.წიგნს წარადგენს სალომე პატარიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ლიტერატურათმცოდნე.
📖 ეს არის წიგნი, რომელშიც ბოროტებასა და სიკეთეს შორის ბრძოლა საათის ისრების წიკწიკის ფონზე, წლის ყველაზე მისტიკურ ღამეს წყდება.
სიუჟეტი ჯადოქართა საიდუმლო მრჩევლის, ირვიტცერ მაცდურისა და მისი დეიდის, ტირანია ვამპირულის გარშემო ვითარდება. მათ ბოროტების წლიური გეგმის შესასრულებლად სულ რაღაც ორი საათი აქვთ დარჩენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურესი წყვდიადის მინისტრის რისხვა არ ასცდებათ. გამოსავალი მხოლოდ ერთია: ჯადოსნური სასმლის მომზადება, რომელიც ნებისმიერ ბოროტ ნატვრას მყისიერად აასრულებს. ამ გეგმის განხორციელებაში ხელის შეშლას კი ყველაზე მოულოდნელი გუნდი – ყვავი იაკობ ყრანტელი და კატა მაურიციო – შეეცდება.
ეს არის კომიკური ფენტეზის ჟანრის რომანი, დაწერილი ენდესეული იუმორით, მეტაფორებითა და ალეგორიებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ე. წ. მოლაპარაკე სახელები, რომლებიც ქართულადაც ბრწყინვალედ „აალაპარაკა“ მთარგმნელმა. ყველაფერი ერთად კი ამ რომანს სასიამოვნო საკითხავად აქცევს როგორც მოზარდების, ისე ზრდასრულებისთვის.
წიგნის თარგმანი შესრულებულია გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით.
📍მისამართი: გოეთეს ინსტიტუტი, მ. ზანდუკელის 16
🔹 დასწრება თავისუფალია.
🔸 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
👉 გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://cutt.ly/HtvSTKlx
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
მიხეილ ზანდუკელის ქუჩა 16, თბილისი, საქართველო, მიხეილ ზანდუკელის ქუჩა 16, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











