Advertisement
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, 3 წელია ხორციელდება, ასოციაციის "ევროპის დროით" ინიცირებული პროექტი - "შრომის სამართლის ყოველთვიური ბიულეტენი". 3 წლის განმავლობაში შეკითხვებით მოგვმართავდნენ დამსაქმებლები, დასაქმებულები, პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, აკადემია, იურისტები, HR სპეციალისტები. შეკითხვებზე პასუხობდნენ ეკატერინე გასიტაშვილი (სასამართლო პრაქტიკა) და ეკატერინე ქარდავა (ნორმის განმარტება და გამოყენების სტანდარტი). 3 წლის საქმიანობის შედეგად, განსაკუთრებული და აქტუალური საკითხების შერჩევით, შეიქმნა წიგნი "შრომის სამართლის პრაქტიკაში გამოყენების სტანდარტი".
3 დეკემბერს, 11.00-14.00 საათზე გაიმართება წიგნის პრეზენტაცია და პროექტის დახურვა. (ლადო გუდიაშვილის ქ. 3, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi, მე-9 სართული).
დარიგდება წიგნები.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მოგვწეროთ:
[email protected]
[email protected]
593277514
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Wyndham Grand Tbilisi, 3 Gudiashvili St.,,Tbilisi, Georgia