Advertisement
"ტრანსფორმაციის წრის" მესამე შეხვედრა.ყოველი ურთიერთობა ორი სამყაროს შეხვედრაა — ორი ისტორია, ორი ფესვი, ორი გზა, რომელიც ერთმანეთისკენ მიმართულ სიჩუმეში მოულოდნელად იკვეთება და სრულიად ახალსა და უნიკალურს ქმნის. ჰოდა, იქ, სადაც „მე“ და „შენ“ ერთმანეთს ეხება, ჩნდება მესამე სივრცე — „ჩვენ“, სადაც სინათლესაც თავისი ფერი აქვს, ხოლო ჩრდილს — თავისი ხმა.
ზოგჯერ ეს ჩრდილები ჩუმად ცეკვავენ ჩვენს შორის: გაუზიარებელი ტკივილები, გამოუთქმელი სურვილები; წარსული, რომელიც ჩვენი მზერის მიღმა რჩება და სიტყვები, რომლებიც ჯერ ვერ ითქვა. ეს ჩრდილები გზას გვიჩვენებენ — ადგილებს, სადაც ჯერ კიდევ არის რაღაც დასანახი, მოსასმენი და შესაგრძნობი.
გეპატიჟებით სისტემური განლაგების სივრცეში იმასთან შესახვდრად, რაც ამყარებს და ასუსტებს ჩვენს კავშირებს; სადაც დავინახავთ, სად მთავრდება „მე“, სად იწყება „შენ“ და როგორ იბადება მათი ურთიერთქმედებითა და მათ შორის „ჩვენ“.
ეს დღე შენთვისაა, თუ გსურს
• დაინახო, რა ხილული თუ უხილავი დინამიკა მოქმედებს შენსა და პარტნიორს შორის;
• შეხედო ჩრდილს, რათა ნათლად გამოჩნდეს სიყვარული, მიზანი და სიმართლე;
• ისწავლო, როგორ აბალანსო “მე“, „შენ“ და „ჩვენ“ ურთიერთობაში;
• აღადგინო მოძრაობა იქ, სადაც კავშირი არ ჩანს, თითქოს ყველაფერი შეჩერდა და ერთ ადგილზე გაიყინა;
• დაემშვიდობო და გაუშვა შენი ცხოვრებიდან ის, ვინც იყო “ჩვენში” შენთან ერთად და აღარ არის;
• უბრალოდ შეხვდე საკუთარ თავს პარტნიორის, როგორც სარკის საშუალებით.
და შედეგად
• ისწავლო და გამოსცადო, თუ როგორია, ვიდგეთ ერთმანეთის წინ ნამდვილი, დაუფარავი და მიწაზე მყარად მდგომნი ;
• დაინახო, რომ იდეალური არავინაა და არც იდეალურობისკენ სწრაფვაა გამოსავალი;
• მოიპოვო სიმშვიდე და მიაგნო გზას, თუ როგორ იყო “ჩვენში” შენი ნამდვილი “მე”.
ეს არ არის მხოლოდ ვორქშოფი — ეს არის შეხვედრის ცერემონია, სადაც ჩრდილი პარტნიორს კი არ გვაშორებს, არამედ გვიბიძგებს დავინახოთ ის საზღვარი, სადაც ხდება რეალური შეხვედრა და აქ ჩრდილი ბარიერი კი აღარ არის, არამედ ის კარია, საიდანაც „მე” და „შენ“ შემოდის „ჩვენის“ სიღრმეში.
დეტალებისა და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/dGmYmNz1Q7UjgU1Z6
ნებისმიერი კითხვით მოგვწერეთ/დაგვირეკეთ.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
გალაკტიონ ტაბიძის 3/5, 0108 Tbilisi, Georgia, Tbilisi, Georgia
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.








