Advertisement
📢 ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA Tbilisi) 2024 წლის ნოემბრის თვეში ELSA Day-ს ფარგლებში გამართავს შეჯიბრს მოწმის დაკითხვაში. 🗣 პროექტის მიზანია, ორი იურისტი სტუდენტისა ან/და ახალგაზრდა იურისტის მიერ დაკომპლექტებული გუნდების მიერ კვალიფიციური იურისტის როლის მორგება მოწმის პირდაპირი დაკითხვის სიმულაციურ პროცესში.
🔸 შეჯიბრი ELSA Day-ს მთავარ თემატიკას, სისხლის სამართალსა და ადამიანის უფლებებს ეფუძნება. უფრო კონკრეტულად კი, პროექტის თემაა “სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები”. მონაწილეები გაეცნობიან ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებს.
👥 მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
📌მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
პროექტი რამდენიმე საფეხურისგან შედგება:
🔹 I საფეხური:
29 ნოემბერი - ტრენინგი თემაზე “სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები”.
🔹 II საფეხური:
30 ნოემბერი, 1 დეკემბერი - შესარჩევი შეჯიბრები.
🔹 III საფეხური:
6 დეკემბერი - ფინალი, სადაც ჟიურის მიერ არჩეული ორი საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
👩⚖ გუნდებს შეაფასებენ პრაქტიკოსი იურისტები და ადვოკატები, წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების საფუძველზე.
📃 ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს.
🥇 გამარჯვებული გუნდი კი მიიღებს საჩუქარს პროექტის სპონსორებისგან.
📍 ადგილმდებარეობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/1gh1wqOfaq-uBcxxMJ7Km50E8YoPY86n4uXdI5QGNdKE/viewform
❗რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25.11.2024
კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
ელენე ღაჭავა - ვიცე პრეზიდენტი აკადემიური საქმიანობის მიმართულებით
✉ [email protected]
📞 592 16 06 03
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia