Advertisement
გაინტერესებს:1. როგორ განავითარო კარიერა შენთვის საინტერესო მიმართულებით?
2. როგორ გამოიყენო შენი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა პროფესიაში?
3. რა მიმართულებებსა და კარიერული განვითარების მრავალმხრივ შესაძლებლობებს გთავაზობს თიბისი?
4. რა რჩევები უნდა გაითვალისწინო სამსახურის ძიებისას?
მაშინ, შემოგვიერთდი ღონისძიებაზე - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები და მიხვდე რა მრავალფეროვანი განვითარება შეგიძლია იპოვო ბიზნეს სამყაროში.
ღონისძიებაზე, ასევე, გექნება შესაძლებლობა, გაეცნო შენთვის საინტერესო ვაკანსიებსა და კარიერულ შესაძლებლობებს, დაინტერესების შემთხვევაში, ადგილზევე შეავსო განაცხადი და გახდე თიბისის გუნდის წევრი.
თიბისის სპიკერები გაგაცნობენ ისეთ თემებს, როგორიცაა:
• ტექნოლოგიების განვითარება, მონაცემთა როლი თანამედროვე ბიზნესში და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც მომხმარებელზე ზრუნვას ეხება.
• მნიშვნელოვანი მიგნებები, თუ როგორ ვაუმჯობესებთ მომსახურების ხარისხს, ვზრუნავთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, მათ განვითარებაზე და როგორ ვაშენებთ სანდო ბრენდს.
ღონისძიების დასწრება თავისუფალია
რეგისტრაციისთვის გადადი ბმულზე: https://link.tbc.ge/Your-way-to-success
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ღონისძიების ხანგრძლივობა: 16:30 – 20:00
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7, IV სართული
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
TBC Concept - თიბისი კონცეპტი, Marjanishvili 7,Tbilisi, Georgia