Advertisement
🕊 საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებასთან თანამშრომლობით 13 და 14 თებერვალს მართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას თემაზე „თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის არქიტექტურა“.კონფერენცია შედგება შემდეგი სექციებისგან:
1. ევროკავშირის რბილი ძალა და ნორმატიული პოლიტიკა.
2. ბასრი ძალა და ჰიბრიდული საფრთხეები საერთაშორისო პოლიტიკაში.
3. საგარეო ვაჭრობა და ინვესტიციები, როგორც გეოეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტები.
4. მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები და ძალის ტრანზიცია საერთაშორისო სისტემაში.
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა
სავალდებულოა სტუდენტის ხელმძღვანელის, წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს კონფერენციაზე. მეცნიერ-ხელმძღვანელი შეიძლება იყოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალი, დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი და დოქტორანტი.
თავფურცელზე მიუთითეთ:
ნაშრომის სათაური;
მომხსენებლის (მომხსენებლების) სახელი, გვარი, უნივერსიტეტის დასახელება, ფაკულტეტი, სასწავლო სემესტრი, ელექტრონული ფოსტა;
მეცნიერ ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სტატუსი;
📩 მონაწილეობის მიღების მსურველებმა მოხსენების თემა და აბსტრაქტი უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე [email protected]
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებს.
აბსტრაქტის საფუძველზე არჩეული კანდიდატები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
⏳ აბსტრაქტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 8 თებერვალი 23:59 საათი.
დასწრება თავისუფალია.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Ivane Javakhishvili Tbilisi State University, goris raioni sofeli Sindisi,Tbilisi, Georgia
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.






