Advertisement
"Trivela" და BBQ HOUSE წარმოგიდგენთ ინტელექტუალური სპორტული თამაშის აზარტულ ფორმატს, სადაც შენი ცოდნა, ლოგიკა და ინტუიცია გამარჯვებას მოგიტანს 🔥შეკრიბე გუნდი, ითამაშე, გაერთე და გახდი "Trivela"-ს გამარჯვებული მეგობრებთან ერთად! 🏆
“ტრიველას” შემოქმედებითი ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! 🇬🇪 🇪🇺
რა გელით? ✨
5 მრავალფეროვანი რაუნდი, რომელიც მსოფლიოს სპორტის ისტორიასა და თანამედროვეობას შეეხება:
1. START - გასახურებელი რაუნდი, ზოგადი შეკითხვები.
2. "მიდის სანახავად" - ვიზუალური რაუნდი, ფოტოებითა და ვიდეოებით.
3. პინგ-პონგი: სხარტი რაუნდი (სიტყვებით თამაში, "კაიფვორდი", სპორტული პოეზია, მუსიკალური რაუნდი)
4. "ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ". რაუნდი, რომელიც გუნდის ლოგიკურ აზროვნებასა და ფაქტობრივ ცოდნას ბოლომდე გამოცდის.
5. FERGIE TIME - მეხუთე რაუნდში მონაწილეობას საუკეთესო ოთხი გუნდი მიიღებს. ეკრანზე გამოისახება ექვსი თემა, თითოეულ თემაში გუნდიდან წარმოდგენილი მოთამაშეები ინდივიდუალურად შეეჯიბრებიან ერთმანეთს სისწრაფეში პულტებზე, რაც რაუნდს განსხვავებული აზარტით აღავსებს.
🎁 გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით:
პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ "ტრიველას" ბრენდირებულ პრიზებს.
BBQ HOUSE პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს გადასცემს ვაუჩერებს.
თამაშზე წარმოდგენილი იქნება სპონსორი ჩიფსის "ლუდისა" სტენდი და პირველ ოთხ ადგილზე გასული გუნდები ჩიფსებით დაჯილდოვდებიან.
გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია. თამაშში მონაწილეობას მიიღებს პირველი რეგისტრირებული 15 გუნდი.
👥 წევრების რაოდენობა გუნდში: მაქსიმუმ ექვსი მოთამაშე
💵 თამაშის ღირებულება გუნდზე: 100₾
✒️ კითხვების ავტორები: ბაკურ ხუბულავა და გიგა ჩალიგავა
სარეგისტრაციო ბმული:
https://forms.gle/VLomLAgj2CG8d8Ve9
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
BBQ HOUSE, დავით აღმაშენებლის გამზირი 133, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia