სვანეთი 3 დღიანი ტური: 200 ლარად - 15,16,17 აგვისტო

Fri, 15 Aug, 2025 at 12:10 am to Sun, 17 Aug, 2025 at 11:30 pm UTC+04:00

საქართველოს ბილიკებზე | Tbilisi

\u10e1\u10d0\u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da\u10dd\u10e1 \u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10d9\u10d4\u10d1\u10d6\u10d4
Publisher/Hostსაქართველოს ბილიკებზე
\u10e1\u10d5\u10d0\u10dc\u10d4\u10d7\u10d8 3 \u10d3\u10e6\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8: 200 \u10da\u10d0\u10e0\u10d0\u10d3 - 15,16,17 \u10d0\u10d2\u10d5\u10d8\u10e1\u10e2\u10dd
Advertisement
,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ 3 დღიან ტურს სვანეთში 200 ლარად.

✔15, 16, 17 აგვისტო ( პარასკევი, შაბათი, კვირა)
ტურის ხანგძლივობა: 3 დღე / 2 ღამე
I დღე:
⏰ თბილისიდან გასვლა 00:10 სთ-ზე.
დილით 9:30 სთ -ზე ვიქნებით მესტიაში.

➡️ ღამით სიარულს რაც შეეხება: მძღლისთვის ბევრად კომფორტულია ღამე გასვლა, რადგან გზები თავისუფალია. თან სიგრილეში ვიმგზავრებთ. უღელტეხილის გზას რომ მივადგებით უკვე გათენებულია, დღის შუქზე გადავივლით და ლამაზ ფოტოებსაც გადავიღებთ.
I დღე:
✔ ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
✔ ჰაწვალი - ზურულდი (საბაგიროთი ასვლა და ხედები უშბაზე)
✔ ჰეშკილის ქოხები
✔ მიხეილ ხერგიანის სახელობის მუზეუმი
✔ ლაღამის ეკლესია
✔ მარგიანების კოშკი და მუზეუმი

II დღე: (უშგული) ავდივართ დელიკებით - 7 ადგილიანი მაღალი გამავლობის მანქანებით.
🚙 უშგულში და ენგურის სათავეზე დელიკებით (მაღალი გამავლობის მანქანა) ასვლა - 60 ლარი. თუ დაგვრთეს ნება უშგულში ჩვენი მიკროავტობუსით წავედით თანხა იქნება 35 ლარი.
უშგულის თემი, რომელიც ოთხ სოფელს მოიცავს, ესენია: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი და ჩაჟაში. იგი საქართველოს უმაღლესი მწვერვალის - შხარას ძირას არის განლაგებული. უშგულის თემის სიმაღლე ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე მერყეობს და 2014 წლამდე ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნეოდა.

✔ უღვირის უღელტეხილი (ხედები უშბაზე)
✔ სოფ. იფარი - სიყვარულის კოშკი
✔ სოფ. კალა - კვირიკეს ეკლესია - ფეხით 2 კმ.
✔ უშგული (ეთნოგრაფიული მუზეუმი)
✔ ლამარია მე-9-10 სს. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ხედები შხარაზე
✔ ჯიპ-ტური შხარასკენ. მდ. ენგურის სათავე. ( გზის ნაწილს გავდივართ მაღალი გამავლობის მანქანებით და დარჩენილ დაახლოებით 3 კმ. ფეხით. გზა არის ბოლოში ქვიანი. )

🏠 საღამოს დაბინავება მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროში. ყველა ოთახს აქვს საკუთარი სველი წერტილი.

III დღე:
✔ ქორულდის ტბები ( დელიკებით ასვლა ). ასევე მოვინახულებთ ჩახის ტბას იგივე ანგელოზის ტბას, რომელსაც საქართველოს რუკის ფორმა აქვს.
✔ მესტიის ეროვნული მუზეუმი
✔ ლატალის იონა წინასწარმეტყველის ტაძარი მე-16 ს
✔ ლატალის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი მე-10 ს.
✔ ენგურის ხეობა და წყალსაცავი (სურვილის შემთხვევაში კაშხალზე ჩასვლა და ნავებით გასეირნება)

ტურის ღირებულება: 200 ლარი

ტურის ღირებულებაში შედის:
🚶გამყოლი
🚐 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშრუტკა)
🏠 დაბინავება მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროში
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ტურის ღირებულებაში არ შედის:
ქვემოთ ჩამოთვლილი ადგილების მონახულება სურვილისამებრ.
- მესტიის ეროვნული მუზეუმი - 10 ლარი
- ხერგიანის მუზეუმი - 5 ლარი
- მარგიანების კოშკი - 3 ლარი
- ჰაწვალის საბაგიროს ბილეთი - 25 ლარი
- 🚙 უშგულში და ენგურის სათავეზე დელიკებით (მაღალი გამავლობის მანქანა) ასვლა - 60 ლარი. თუ დაგვრთეს ნება უშგულში ჩვენი მიკროავტობუსით წავედით თანხა იქნება 35 ლარი.
- უშგული (ეთნოგრაფიული მუზეუმი) - 5 ლარი
- ქორულდის ტბები: დელიკის ფასი ერთ ადამიანზე 40 ან 45 ლარი ( ფასი განისაზღვრება რაოდენობის მიხედვით, რადგან ყოველთვის ყველას არ სურს წამოსვლა და ვინმე თუ გამოგვაკლდა ვამატებთ, რომ სრულად გადავუხადოთ მანქანას თანხა).
- ენგურჰესი:
„ენგური ატრაქცია“ ვიზიტორებს სამი სახის ტურს სთავაზობს, რომელთა ღირებულებაც 4, 10 და 30 ლარია.
„საფეხმავლო ტური, რომელიც კაშხალზე გადახედვასა და კინოთეატრის სივრცის დათვალიერებას მოიცავს და მისი ფასი 4 ლარია.
10 ლარი ღირს მოკლე ტური, რომელიც ავტობუსით კაშხალზე გადასვლას გულისხმობს.
სრული ტური კი 30 ლარი ჯდება, რომელიც, დაახლოებით, 2.5 საათი გრძელდება და აბსოლუტურად ყველა ინფრასტრუქტურის დათვალიერებას, მათ შორის კაშხლის შიგნით საგვირაბე სისტემებსაც, მოიცავს“, - ამბობს ანთიძე და დასძენს, რომ თითოეულ ტურზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები - სკოლის მოსწავლეებზე, პენსიონერებსა და სტუდენტებზე 50%-იანი ფასდაკლება, ხოლო 6-წლამდე ბავშვებისთვისა და ომის ვეტერანებისთვის ვიზიტი უფასოა.

🍔 კვება არ შედის ტურის ღირებულებაში. კვების საკითხს ვაგვარებთ ინდივიდუალურად. სასტუმროს აქვს სამზარეულო. მესტიაში არის ბევრი კაფე-ბარები, მაღაზიები, ბაზარი. კვების საკითხი თავისუფალია და ყველა აგვარებს სურვილისამებრ.

🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.

⏰ გავდივართ:
ვიკრიბებით მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 23:30 სთ-დან. გავდივართ 00:10 სთ-ზე. (საღამოს 12 საათზე. ვიმგზავრებთ ღამით, სიგრილეში. უღელტეხილის გზას რომ მივუახლოვდებით, უკვე გათენებული იქნება და ხედებსაც ვნახავთ.
(გასვლისას ვინც არ იქნება ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555 40 76 50 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650
instagram: saqartvelosbilikebze

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. საკვები 🍔
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი ან ქოლგა ☔, თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი, სალაშქრო ჯოხი 🧢
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶‍♂️

🔊 ტურის გამართვამდე ერთი კვირით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

საქართველოს ბილიკებზე, Republic 24, გიორგი ახვლედიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Sharing is Caring: