Advertisement
საბავშვო ბაღის ბავშვების სოციალური ემოციური მხარდაჭერის პრაქტიკული სესია 🎨🤲საბავშვო ბაღი ბავშვებისთვის ერთ-ერთი პირველი სივრცეა, სადაც ისინი სწავლობენ ემოციების ამოცნობას, გამოხატვას და სხვებთან ურთიერთობას ❤️👫. სწორედ ამიტომ, ემოციური მხარდაჭერის სისტემური მიდგომა სკოლამდელ დაწესებულებებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი გთავაზობთ წინასაშობა საქველმოქმედო ვორქშოფს 🎄✨ საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, დირექტორებს, ასისტენტებს, ინკლუზიური მხარდაჭერის სპეციალისტებს, ადრეული განვითარების პროფესიონალებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბავშვების ემოციურ განვითარებაში ჩართულობა სურს 💛.
ვორქშოფი გვაჩვენებს, როგორ შეიძლება დაკვირვებაზე დაფუძნებული ემოციური მხარდაჭერის დაგეგმვა და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა მცირე და ხელმისაწვდომი რესურსებით 🌱💡. სესია ეფუძნება თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას, კოლაბორაციულ მუშაობასა და პრაქტიკული რესურსების შექმნას 🧩👥.
⏳ ხანგრძლივობა
2 საათი
👩🏫 ფასილიტატორები
• ნანა ქაშიბაძე — სკოლამდელი განათლების ექსპერტი, ადრეული განვითარების სპეციალისტი
• ქეთევან ცინცაძე — ადრეული და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი
📅 თარიღი
14 დეკემბერი, 13:00–15:00
📍 ლოკაცია
წინამძღვრიშვილის 97, თბილისი
საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას ოფისი
🔗 რეგისტრაცია
https://forms.gle/mLxapGi6XAGW3Wo69
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ Facebook გვერდზე 💬
https://www.facebook.com/civitasgeorgica
ვორქშოფის საფასური - 50 ლარი
ვორქშოფით მიღებული ჰონორარი სრულად მოხმარდება საშობაო სურვილების ასრულებას იმ ბავშვებისთვის, რომლებთანაც შესაძლოა თოვლის ბაბუა არ მივიდეს 🎁🎅💖.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
97 Tsinamdzgvrishvili str, 0179 Tbilisi, Georgia, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა 99, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











