Advertisement
**პრაქტიკული ფსიქოთერაპიის სასწავლო პროგრამა**პროგრამის ხელმძღვანელები: ლილი ხეჩუაშვილი და ნატა ებანოიძე
რეგისტრაციის ბმული: https://t.ly/bzabs
*** პროგრამის მიზანი:
სასწავლო პროგრამის ფარგლებში გაეცნობი სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მოდალობას არა მხოლოდ თეორიულად, არამედ -- პრაქტიკულად, ხელშესახებად და საკუთარ თავზე გამოცდი თითოეულ სავარჯიშოს, ტექნიკასა თუ აქტივობას.
*** ეს პროგრამა შენთვისაა, თუ გინდა, რომ
• გაიგო გამოცდილი პრაქტიკოსებისგან, სინამდვილეში რა არის ფსიქოთერაპია და რა ხდება ფსიქოთერაპევტის სამუშაო ოთახის კარს მიღმა;
• მეტი იცოდე ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მოდალობისა და მიმართულების შესახებ;
• საკუთარ თავზე გამოსცადო სხვადასხვა მიდგომა, ტექნიკა და პროცესი;
• შეივსო პრაქტიკული ცოდნის მარაგი, აითვისო უამრავი სავარჯიშო და აქტივობა და გაიმდიდრო სამუშაო რეპერტუარი;
• მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილება, როდესაც ფსიქოთერაპევტს ირჩევ ან ურჩევ სხვას;
• მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილება, როდესაც ირჩევ, თუ რომელი თერაპიული მოდალობა ისწავლო სიღრმისეულად და გახდე ლიცენზირებული სპეციალისტი;
• იპოვო საკუთარი პიროვნული და პროფესიული ლიმიტები და რესურსები;
• უკეთ გაიცნო საკუთარი თავი და გაიზარდო პიროვნულად;
• გაიზარდო პროფესიულად -- გამოსცადო საკუთარი თავი სამუშაო პროცესში და მიიღო ქმედითი უკუკავშირი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან;
• შეხვდე ახალ ადამიანებს და გაატარო დრო უსაფრთხო, კომფორტულ, მზრუნველ და სიყვარულით სავსე გარემოში.
*** კურსის შინაარსი:
• შესავალი: ფსიქოთერაპიული სივრცე, რომელშიც ვმოძრაობთ
• ფსიქოდიაგნოსტიკა, ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდები და გამოყენების სფეროები
• ანალიტიკური ფსიქოთერაპია
• არტთერაპია და ქვიშის თერაპია
• გეშტალტთერაპია
• ფსიქოანალიზი
• ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია და ლოგოთერაპია
• კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია
• ნეირო ლინგვისტური პროგრამირება და ქოუჩინგი
• პოზიტიური ფსიქოთერაპია, მაინდფულნესი და ფლოუ
• სიმბოლდრამა
• სისტემური განლაგება
• სქემა-თერაპია
• სხეულზე ორიენტირებული თერაპია (ბიოსინთეზი, ბიოენერგეტიკული ანალიზი, ბოდინამიკა, სომატური გამოცდილების თერაპია, პოლივაგალური თეორია)
• ტრანზაქციული ანალიზი
• ფსიქოსინთეზი
• ქცევის გამოყენებითი ანალიზი
• წყვილთა ფსიქოთერაპია
• ფსიქიატრია და პრაქტიკა ფსიქიატრიულ კლინიკაში (დამატებით 30 საათი)
🗓️ თარიღი: 12 დეკემბრიდან
⏱️ ხანგრძლივობა: 3 საათი
📍გალაკტიონ ტაბიძის 3/5
🔗რეგისტრაციის ბმული: https://t.ly/bzabs
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
გალაკტიონ ტაბიძის 3/5, 0108 Tbilisi, Georgia, Tbilisi, Georgia