Advertisement
ტრენინგი მენეჯერებისა და ლიდერებისთვისთარიღი: 26-27 თებერვალი
პროგრამა განკუთვნილია საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, რომლებსაც აქვთ მენეჯმენტში მუშაობის გამოცდილება და სურთ უნარ-ჩვევების გაუმჯობესება;
რატომ უნდა აირჩიოთ ეს ტრენინგი?
ტრენინგი ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და მეცნიერულად დამტკიცებულ პრაქტიკას. პროგრამა შექმნილია უახლესი კვლევების და მოწინავე უნივერსიტეტების პროფესორების მიერ შემუშავებულ მოდელებზე დაყრდნობით. ტრენერების კომპლემენტარული სტილი უზრუნველყოფს როგორც თეორიულად საფუძვლიან, ისე პრაქტიკულად შედეგებზე ორიენტირებულ პროგრამას.
პროგრამამ გაიარა ადაპტაციისა და სრულყოფის პროცესი, რაც საშუალებას გვაძლევს, დავაკავშიროთ თეორია პრაქტიკასთან და მივიღოთ რეალური, გაზომვადი შედეგები.
ტრენინგის მთავარი თემები და შედეგები:
პირველი დღე: პოზიტიური ლიდერობა და დროის მართვა
1. პოზიტიური ლიდერობა და თანამედროვე მართვის ტენდენციები.
2. ლიდერის და მენეჯერის განსხვავებები: ეფექტური მენეჯერის თვისებები.
3. დროის მართვის სტრატეგიები და ლიდერის ეფექტურობა და თვითგანვითარება.
4. ლიდერის ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, სტრესისა და ემოციების მართვის ტექნიკები.
რას შეიძენთ:
1. გაიუმჯობესებთ დროის და ენერგიის მართვის უნარებს.
2. ისწავლით სტრესის ეფექტურად მართვას და საკუთარი მოტივაციის ამაღლებას.
3. მიიღებთ პერსონალურ რეკომენდაციებს თქვენი მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად.
მეორე დღე: თანამშრომლების მოტივაცია და უკუკავშირის ხელოვნება
1. ეფექტური მართვის პრაქტიკული მოდელები: მიზნების დასახვა, დელეგირება და უკუკავშირი.
2. თანამშრომლების მოტივაციისა და წახალისების სისტემები.
3. თანამედროვე სამუშაოს კომპონენტები და თანამშრომლების მოტივაცია სამუშაოს დიზაინის მოდელით;
4. ეფექტური უკუკავშირის ტექნიკები და ქეისების ანალიზი.
რას შეიძენთ:
1. დაეუფლებით თანამშრომლების მოტივაციის ეფექტურ სტრატეგიებს.
2. ისწავლით, როგორ გამოიყენოთ უკუკავშირი გუნდის განვითარებისთვის.
3. პრაქტიკულად განახორციელებთ დელეგირების და მართვის თანამედროვე მეთოდებს.
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?
1. პიროვნული ძლიერი მხარეების აღმოჩენა და გაძლიერება:
2. ტრენინგი დაგეხმარებათ, იყოთ უფრო ინოვაციური, ეფექტური და მიმზიდველი ლიდერი, რომელსაც შეუძლია ცვლილებების განხორციელება და გუნდზე დადებითი გავლენის მოხდენა.
3. პრაქტიკული, რეალურ ცხოვრებაზე დაფუძნებული მიდგომა:
ტრენინგის მთელი პროგრამა აგებულია რეალურ ქეისებზე, პრაქტიკულ სავარჯიშოებზე და თამაშებზე, რაც უზრუნველყოფს სწავლების დროს მიღებული უნარების პირდაპირ გამოყენებას თქვენს ორგანიზაციაში.
4. გამოცდილების გაზიარება:
ტრენინგში მონაწილეობა გაძლევთ შესაძლებლობას, შეხვდეთ სხვა ლიდერებს, გაიზიაროთ გამოცდილება და განავითაროთ პროფესიული ურთიერთობები.
5. სწავლების ინოვაციური ფორმატი:
ტრენინგი ტარდება მშვიდ, ინსპირაციულ გარემოში, რაც მაქსიმალურად ხელშემწყობია თქვენი ფოკუსირებისთვის და თვითგანვითარებისთვის.
6. მეცნიერულად დადასტურებული მოდელები — პროგრამა ეფუძნება პოზიტიური ფსიქოლოგიისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის უახლეს მიგნებებს.
7. პრაქტიკული მიდგომები — თითოეული თემა მოიცავს ქეისების განხილვას, პრაქტიკულ დავალებებსა და სამოქმედო გეგმების შემუშავებას
8. გამოცდილი ექსპერტის ხელმძღვნელობით — პროგრამას უძღვება თამარ ტურაშვილი, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, ბიზნეს-ტრენერი და 20 წელზე მეტი გამოცდილების მქონე მენეჯმენტ კონსულტანტი.
რას მისცემს ტრენინგი მონაწილეებს?
1. პრაქტიკული ინსტრუმენტები და ტექნიკები ლიდერებისთვის:
შეიძენთ ეფექტური ლიდერობისა და მენეჯმენტის თანამედროვე სტრატეგიებს, რომლებიც პირდაპირ გავლენას მოახდენს თქვენს გუნდსა და ორგანიზაციაზე.
პრაქტიკული სავარჯიშოებითა და ქეისების ანალიზით გააუმჯობესებთ თქვენს გადაწყვეტილების მიღების და მართვის უნარებს.
2. დროის და ენერგიის მართვის უნარების გაუმჯობესება:
ისწავლით, როგორ მართოთ ეფექტურად დრო, პრიორიტეტები და ენერგია.
გაეცნობით სტრესისა და ემოციების მართვის ტექნიკებს, რაც დაგეხმარებათ პროფესიული გამოწვევების მარტივად დაძლევაში.
3. თანამშრომლების მოტივაცია და ურთიერთობების გაუმჯობესება:
თანამედროვე სამუშაო გარემოში თანამშრომლების მოტივაციის მეთოდებისა და წახალისების ტექნიკების სწავლა.
უკუკავშირის მიცემისა და მიღების ხელოვნების დაპყრობა, რაც გუნდურ მუშაობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
4. ინდივიდუალური ზრდა და პიროვნული განვითარება:
თვითგანვითარების პრაქტიკული გზები, რათა გახდეთ უფრო ეფექტური და შედეგებზე ორიენტირებული ლიდერი.
აღმოაჩენთ, როგორ გამოიყენოთ თქვენი ძლიერი მხარეები უკეთესი შედეგებისთვის.
ეს ტრენინგი არის უნიკალური შესაძლებლობა არა მხოლოდ თქვენი პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად, არამედ თქვენი პიროვნული განვითარებისთვის, რაც სამომავლოდ თქვენი გუნდისა და ორგანიზაციის წარმატებას განაპირობებს.
ტრენინგს უძღვება და პროგრამის ავტორია თათია ტურაშვილი. ფსიქოლოგიის დოქტორი, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, პოზიტიური ფსიქოლოგი, ბიზნეს ტრენერი, რომელსაც 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და მათი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.
თამარი არის Lemon Capital Consulting-ის დამფუძნებელი და ავტორი არაერთი ინოვაციური ტრენინგ პროგრამისა, მათ შორის „პოზიტიური ლიდერობის განვითარების პროგრამა“ (PLDP), „კეთილდღეობა და ბედნიერება სამუშაო ადგილას“ (WHW) და „პროფესიონალური გაყიდვების განვითარების პროგრამა“ (PSDP). მისი პროგრამები დაფუძნებულია პოზიტიური ფსიქოლოგიის თანამედროვე მიდგომებზე და მიესადაგება როგორც კორპორატიული გუნდების, ისე ინდივიდუალური ლიდერების საჭიროებებს.
თამარს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ლიდერობის, გუნდის მართვისა და ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით. მან სხვადასხვა სექტორში, მათ შორის კორპორატიულ ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ასევე საჯარო სამსახურში, წარმატებით განახორციელა ტრენინგები და კონსულტაციები. მისი მიდგომა გამოირჩევა პრაქტიკული გამოცდილებისა და თეორიული ცოდნის ნაზავით, რაც ორგანიზაციებს ეხმარება პროდუქტიულობის ამაღლებასა და თანამშრომლების ჩართულობის ზრდაში.
თამარ ტურაშვილი არის ლიდერობისა და ორგანიზაციული განვითარების სფეროს პროფესიონალი და აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. მისი პროფესიული მისიაა ორგანიზაციებში ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა, ლიდერების კომპეტენციების განვითარება და თანამშრომლების კეთილდღეობაზე ორიენტირებული გარემოს გაძლიერება.
ტრენინგ პროგრამის ქო-ტრენერია ნინო ტურაშილი, ლექტორი, ნლპ მასტერი, არტ-თერაპევტი, ტრენერი და ქოუჩი. ნინო არის ეფექტური პრეზენტაციებისა და კომუნიკაციის ლექტორი რამდენიმე უმაღლეს სასწაველებელში 17+ წლიანი გამოცდილებით.
ნინო ტურაშვილი
NLP მასტერი | არტ-თერაპევტი |ტრენერი ეფექტური პრეზენტაციისა და კომუნიკაციის ლექტორი 17+ წლიანი გამოცდილებით
გამოცდილება: 17+ წლის პრაქტიკა ზრდასრულთა სწავლების, ქოუჩინგის და ტრენინგების სფეროში.
მთავარი მიმართულებები:
ნეიროლინგვისტური პროგრამირება (NLP)
კომუნიკაციის ხელოვნება და ქოუჩინგის ტექნიკები
შემოქმედებითი და ინტერდისციპლინური მიდგომები სწავლებისას
განსაკუთრებული მეთოდოლოგიები:
არტ-თერაპიის ინტეგრირება სწავლების პროცესში
NLP-ს პრაქტიკული გამოყენება ტრენერების განვითარებაში
შედეგები: მონაწილეებს ეხმარება ტრენინგის პროცესში არა მხოლოდ სწავლის, არამედ პიროვნული ზრდის მიღწევაში.
ტრენინგის ჩატარების ადგილი: თბილისი, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ;
ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის მასალები, სამუშაო ჰენდაუტები და სერთიფიკატი.
ტრენინგის ღირებულება: 1900
ლარი+18% დღგ
მონაწილეობის პირობები:
რეგისტრაცია და კანდიდატების შერჩევა: ტრენინგში მონაწილეობის მსურველ კანდიდატს ვთხოვთ გამოგვიგზავნოს CV შემდეგ მეილზე: [email protected] 20 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ გამოგზავნის დროს მეილს „subject”-ში მიუთითოთ “Leadership”. შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით იმავე მეილით ან CV-ში მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
დამატებითი კითხვები:
Email: [email protected]
ტელ: 599203537
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Holiday Inn Tbilisi, Glass Dome Guesthouse, 26 მაისს მოედანი, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia