კვირიკობა: სვანეთი 5 დღიანი ტური - 25, 26, 27, 28, 29 ივლისი

Fri, 25 Jul, 2025 at 12:10 am to Tue, 29 Jul, 2025 at 11:30 pm UTC+04:00

საქართველოს ბილიკებზე | Tbilisi

\u10e1\u10d0\u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da\u10dd\u10e1 \u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10d9\u10d4\u10d1\u10d6\u10d4
Publisher/Hostსაქართველოს ბილიკებზე
\u10d9\u10d5\u10d8\u10e0\u10d8\u10d9\u10dd\u10d1\u10d0: \u10e1\u10d5\u10d0\u10dc\u10d4\u10d7\u10d8 5 \u10d3\u10e6\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8 -  25, 26, 27, 28, 29 \u10d8\u10d5\u10da\u10d8\u10e1\u10d8
Advertisement
,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ 5 დღიან ტურს სვანეთში.
✔ 25, 26, 27, 28, 29 ივლისი (პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი, სამშაბათი)ტურის ხანგძლივობა: 5 დღე / 4 ღამე

✔ 5 დღიანი ტურის ღირებულება:
სასტუმროში განთავსებით - 320 ლარი (ყველა ოთახს აქვს საკუთარი სველი წერტილი).

I დღე:
⏰ თბილისიდან გასვლა დილას 00:10 სთ-ზე. (მეტრო მუშაობს დილის 6:00 საათიდან და ნახევარ საათში ნებისმიერი მეტრო სადგურიდან მოსაწრებთ მოსვლას).

✔ ლატალის იონა წინასწარმეტყველის ტაძარი მე-16 ს
✔ ლატალის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი მე-10 ს.
✔ მესტიის ეროვნული მუზეუმი
✔ მიხეილ ხერგიანის სახელობის მუზეუმი
✔ ლაღამის ეკლესია
✔ თავისუფალი დრო მესტიაში სასეირნოდ
🏠 საღამოს დაბინავება მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროში.

II დღე
✔ სოფელი ბეჩო და მაზერი
✔ დოლრას ხეობა
✔ შდუგრას (უშბის, მაზერის) ჩანჩქერი
👣 ფეხით სასიარული 12 კმ. ჯამში. საშუალო სირთულის.

🏠 საღამოს დაბინავება მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროში.
III დღე: (უშგული)
🚙 უშგულში და ენგურის სათავეზე დელიკებით (მაღალი გამავლობის მანქანა) ასვლა - 60 ლარი. თუ დაგვრთეს ნება უშგულში ჩვენი მიკროავტობუსით წავედით თანხა იქნება 35 ლარი.
უშგულის თემი, რომელიც ოთხ სოფელს მოიცავს, ესენია: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი და ჩაჟაში. იგი საქართველოს უმაღლესი მწვერვალის - შხარას ძირას არის განლაგებული. უშგულის თემის სიმაღლე ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე მერყეობს და 2014 წლამდე ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნეოდა.
✔ უღვირის უღელტეხილი (ხედები უშბაზე)
✔ სოფ. იფარი - სიყვარულის კოშკი
✔ სოფ. კალა - კვირიკეს ეკლესია სვანურად "ლაგურკა"
( ფეხით 2 კმ. ასვლისას აღმართი, ჩამოსვლისას დაღმართი). დავესწრებით კვირიკობის დღესასწაულს.
✔ უშგული (ეთნოგრაფიული მუზეუმი)
✔ ლამარია მე-9-10 სს. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ხედები შხარაზე
✔ ჯიპ-ტური შხარასკენ. მდ. ენგურის სათავე. ( გზის ნაწილს გავდივართ მაღალი გამავლობის მანქანებით და დარჩენილ დაახლოებით 3 კმ. ფეხით. გზა არის ბოლოში ქვიანი. )

🏠 ღამისთევა მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროში.
IV დღე:
✔ ლაშქრობა ჭალაადის მყინვარისკენ - ფეხით სასიარულო ჯამში 5 კმ.
✔ მარგიანების კოშკი და მუზეუმი
✔ ჰაწვალი (საბაგიროთი ასვლა და ხედები უშბაზე)
✔ ჰეშკილის ქოხები

🏠 ღამისთევა მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროში.
V დღე:
✔ ქორულდის ტბები ( დელიკებით ასვლა ). ასევე მოვინახულებთ ჩახის ტბას იგივე ანგელოზის ტბას, რომელსაც საქართველოს რუკის ფორმა აქვს.
✔ ენგურის ხეობა და წყალსაცავი (სურვილის შემთხვევაში კაშხალზე ჩასვლა და ნავებით გასეირნება)
✔ ზუგდიდი დადიანების სასახლე

ტურის ღირებულებაში შედის:
🚶 გამყოლი
🚐 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (მარშუტკა)
🏠 დაბინავება მესტიაში საოჯახო ტიპის სასტუმროში. ყველა ოთახს აქვს ინდივიდულურად სველი წერტილები.
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

⤵️ტურის ღირებულებაში არ შედის:
ქვემოთ ჩამოთვლილი ადგილების მონახულება სურვილისამებრ.
ფასები მოცემულია ერთ ადამიანზე და არა ჯგუფზე. ანუ ერთი ადამიანი იხდის ამ თანხას ⤵️.

- 🚙 უშგულში და ენგურის სათავეზე დელიკებით (მაღალი გამავლობის მანქანა) ასვლა - 60 ლარი. თუ დაგვრთეს ნება უშგულში ჩვენი მიკროავტობუსით წავედით თანხა იქნება 35 ლარი.
- 🚙 ქორულდის ტბებზე დელიკებით ასვლის საფასური ერთ პერსონაზე 40 ან 45 ლარი. ( თანხას ვრიცხავთ წინასწარ ტურის თანხასთან ერთად).
- ჰაწვალის საბაგიროს ბილეთი - 25 ლარი. ჯგუფის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება, ერთ ადამიანზე 20 ლარი.
- მესტიის ეროვნული მუზეუმი - 10 ლარი
- ხერგიანის მუზეუმი - 5 ლარი
- უშგული (ეთნოგრაფიული მუზეუმი) - 5 ლარი
- ენგურჰესი:
„ენგური ატრაქცია“ ვიზიტორებს სამი სახის ტურს სთავაზობს, რომელთა ღირებულებაც 4, 10 და 30 ლარია.
„საფეხმავლო ტური, რომელიც კაშხალზე გადახედვასა და კინოთეატრის სივრცის დათვალიერებას მოიცავს და მისი ფასი 4 ლარია.
10 ლარი ღირს მოკლე ტური, რომელიც ავტობუსით კაშხალზე გადასვლას გულისხმობს.
სრული ტური კი 30 ლარი ჯდება, რომელიც, დაახლოებით, 2.5 საათი გრძელდება და აბსოლუტურად ყველა ინფრასტრუქტურის დათვალიერებას, მათ შორის კაშხლის შიგნით საგვირაბე სისტემებსაც, მოიცავს“, - ამბობს ანთიძე და დასძენს, რომ თითოეულ ტურზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები - სკოლის მოსწავლეებზე, პენსიონერებსა და სტუდენტებზე 50%-იანი ფასდაკლება, ხოლო 6-წლამდე ბავშვებისთვისა და ომის ვეტერანებისთვის ვიზიტი უფასოა.
- დადიანების სასახლე - 10 ლარი
🍔 კვება არ შედის ტურის ღირებულებაში. კვების საკითხს ვაგვარებთ ინდივიდუალურად. სასტუმროს აქვს დიდი სამზარეულო (მაცივარი, გაზქურა და ა.შ. შეგიძლიათ მოიმზადოთ რაც გსურთ). ასევე მესტიაში არის ბევრი კაფე-ბარები, მაღაზიები. შეგიძლიათ საკვები წამოიღოთ კვების საკითხი თავისუფალია და ყველა აგვარებს სურვილისამებრ.

⚠️ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555 40 76 50 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. საკვები 🍔
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი ან ქოლგა ☔, თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი, სალაშქრო ჯოხი 🧢
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶‍♂️

🔊 ტურის გამართვამდე ერთი კვირით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 💚
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

საქართველოს ბილიკებზე, Republic 24, გიორგი ახვლედიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Sharing is Caring:

More Events in Tbilisi

\u10e1\u10d5\u10d0\u10dc\u10d4\u10d7\u10d8 3 \u10d3\u10e6\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8: 200 \u10da\u10d0\u10e0\u10d0\u10d3 - 15,16,17 \u10d0\u10d2\u10d5\u10d8\u10e1\u10e2\u10dd
Fri, 15 Aug, 2025 at 12:10 am სვანეთი 3 დღიანი ტური: 200 ლარად - 15,16,17 აგვისტო

საქართველოს ბილიკებზე

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events