ინტეგრირებული არტთერაპია

Wed Oct 02 2024 at 06:30 pm UTC+04:00

ჩუბინაშვილის 50, Tbilisi, Georgia | Tbilisi

\u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d8\u10e1 \u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10e3\u10da\u10d8 \u10e4\u10d4\u10d3\u10d4\u10e0\u10d0\u10ea\u10d8\u10d0 \u10d3\u10d4\u10dc\u10d3\u10e0\u10dd\u10dc\u10d8
Publisher/Hostფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი
\u10d8\u10dc\u10e2\u10d4\u10d2\u10e0\u10d8\u10e0\u10d4\u10d1\u10e3\u10da\u10d8 \u10d0\u10e0\u10e2\u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d0
Advertisement

🔊ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგა (NUO) ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი აცხადებს მიღებას ინტეგრირებული არტთერაპიის უნიკალურ სასწავლო პროგრამაზე

🎨უძველესი დროიდან ადამიანები იყენებდნენ სხვადასხვა სახის ხელოვნებას სულისა და სხეულის სამკურნალოდ. ისინი ფიქრობდნენ ფერწერის, თეატრის, მოძრაობების, მუსიკის გავლენის საიდუმლოებებზე, ცდილობდნენ დაედგინათ მათი როლი ფსიქიკისა და სხეულის ფუნქციების აღდგენასა და ინდივიდის სულიერი სამყაროს ჩამოყალიბებაში.
🟢დღესდღეობით, არტთერაპია პრაქტიკული ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. არტ-თერაპიული მეთოდების პოპულარობა განპირობებულია მათი მაღალი ეფექტურობით, გამოყენების სიმარტივით და შედარებით მოკლე ხანგრძლივობით.
🟡ინტეგრირებულ არტ თერაპიას აქვს მთელი რიგი სპეციფიკური მახასიათებლები და თერაპიული არატრადიციული ტრიადა: თერაპევტი - კლიენტი - ხელოვნების ნიმუში, რაც შესაძლებელს ხდის კლიენტმა/ პაციენტმა ნაკლებად მწვავედ განიცადოს მტკივნეული მომენტები კონსულტირების პროცესში.
(ინტეგრირებული არტთერაპიის სრული აღწერა იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/amsDF )

🎯 კურსის მიზანია:
🔸 მსმენელებისთვის პრაქტიკული სამუშაო უნარების გამომუშავება. რასაც გამოიყენებენ, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე თვითდახმარების ჭრილში.
🔸კურსის მსმენელებისთვის ინტეგრირებული არტთერაპიის ინოვაციური და ეფექტიანი სამუშაო ტექნიკებისა და სავარჯიშოების სწავლება და მათი გამოყენების თავისებურების გაცნობა
🔸კურსის მსმენელებისთვის შემოქმედებითი უნარების გამომუშავება, რათა მათ შეძლონ კლიენტის პრობლემისთვის შესაბამისი ტექნიკისა და მეთოლოგიის შემუშავება/მორგება
🔸კურსის მსმენელებისთვის დახმარება, რომ შეიმეცნონ საკუთარი ცხოვრებისეული გამოწვევების ფსიქოგენეზი და იპოვნონ მათი დაძლევის გზა, რათა მათი პროფესიული საქმიანობა იყოს ფსიქოეკოლოგიური და წარმატებული
🔸კურსის მსმენელებისთვის დახმარება, რომ თავიანთი პროფესიული პრაქტიკა საინტერესო და ეფექტიანი გახადონ

✅ კურსი განკუთვნილია მოქმედი ან მომავალი ფსიქოლოგებისთვის; ფსიქოთერაპევტებისთვის; ოჯახთან მომუშავე სპეციალისტებისთვის; სოციალური სფეროს მუშაკებისთვის; ფსიქოკონსულტანტებისთვის; ქოუჩებისთვის; ექიმებისთვის; პედაგოგებისთვის და სპეც. პედაგოგებისთვის; მეტყველების თერაპევტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც იზიდავს ახალი შესაძლებლობების საკუთარ თავში აღმოაჩენა

👉 ინტეგრირებული არტთერაპიის სასწავლო კურსი მოიცავს 3 აკადემიურ წელს.
📚 I სასერტიფიკაციო წელი- 160 აკადემიური საათი
საბაზისო არტთერაპია- ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპია და არტთერაპია
◼ გაეცნობით არტთერაპიის ბაზისურ თეორიებსა და მუშაობის პრინციპებს. შეისწავლით პიროვნების განვითარებას და ასაკობრივ გამოწვევებთან არტთერაპიით მუშაობის პრინციპებს.
📚 II სასერტიფიკაციო წელი -160 აკადემიური საათი
ინტეგრირებული არტთერაპია- არტთერაპიის სამუშაო ტექნიკები ფსიქოთერაპიაში
◼ გაეცნობით არტთერაპიის სამუშაო ტექნიკებს, რომელიც ბაზირებს ფსიქოთერაპიის სხვადასხვა ვალიდურ მოდალობებზე და შეისწავლით მათ გამოყენებას სხვადასხვა ფსიქიკური სირთულის ან გამოწვევის მქონე ინდივიდებთან.
📚 III სასერტიფიკაციო წელი -160 აკადემიური საათი
სუპერვიზია არტთერაპიაში
◼გექნებათ შესაძლებლობა გაიაროთ სუპერვიზია კვალიფიციურ ფსიქოთერაპევტთან და გახადოთ თქვენი პროფესიული პრაქტიკა მეტად ეფექტიანი

👉 მსმენელს აქვს შესაძლებლობა ისწავლოს 3 წელი და მიიღოს არტთერაპევტის კვალიფიკაცია ან შეწყვიტოს სწავლა მისთვის საინტერესო საფეხურის დასრულების შემდეგ და მიიღოს შესაბამისი კომპეტენცია.
💥 ყოველ წელს მსმენელები სწავლების პარალელურად გაივლიან ჯგუფურ თერაპიას, რომელიც მოიცავს წელიწადში 32 აკადემიურ საათს.
💥 ჯგუფური თერაპია მსმენელებს საშუალებას აძლევს პროფესიულ ზრდასთან ერთად დაამუშაონ საკუთარი ცხოვრებისეული გამოწვევები და პრობლემური საკითხები, რაც მნიშვნელოვანია კლიენტთან ფსიქოეკოლოგიურად და წარმატებულად მუშაობისთვის.
🔊სასწავლო კურსის ორგანიზატორია:
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი -
2021 წლიდან ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია (NUO) - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და საქართველოს წარმომადგენელი ევროპულ ასოციაციაში.
👉 ჯგუფურ თერაპიას გაუძღვებიან ECP და ECIP სერტიფიცირებით დარგის ადგილობრივი ექსპერტები

✅ კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
🔸განთავისუფლდეს ფსიქოლოგიური ბარიერებისგან, რაც ხელს უშლის ეფექტიანი პრაქტიკის წარმოებას
🔸არტთერაპიის ტექნიკებისა და სავარჯიშოების მიზანმიმართულ გამოყენებას თავის პროფესიულ საქმიანობაში
🔸კლიენტის დაკვეთის მიხედვით სავარჯიშოს სწორად შერჩევას და შესრულებული სავარჯიშოს ინტერპრეტაციას.
🔸ეკოლოგიურ და ეფექტიან კომუნიკაციას კლიენტთან, გარშემომყოფებთან და საკუთარ თავთან
🔸 საკუთარი ცხოვრებისეული სირთულეების დროულ იდენტიფიცირებას, გააზრებასა და თვითდახმარებას
🔸კლიენტთან მუშაობის პროცესში ფსიქოეკოლოგიის დაცვას

💥 კურსის ფორმატი:
შეხვედრები გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში. ( Online და Offline დასწრებით)
კურსის Online გავლის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ საზღვარგარეთ ან რეგიონებში მცხოვრებ პირებს და პირებს რომელთაც გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლიათ ფიზიკური დასწრებით სწავლა.
შეხვედრები გაიმართება ოთხშაბათობით 18:30-21:30
სამუშაო ენა - ქართული.
👉 სრულის კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ელექტრონული სერტიფიკატი.

💲კურსის ერთი წლის ღირებულება -4800 ლარი
ყოველთვიური გადასახადი - 400 ლარი
▪️ ერთიანად გადახდის შემთვევაში კურსის ერთი წლის ღირებულება 4000 ლარი
▪️ მეგობართან ერთად, წყვილში რეგისტრაციისას თითოეულისთვის ერთი თვის ღირებულება- 320 ლარი
▪️ სტუდენტებისთვის კურსის ერთი თვის ღირებულება- 340 ლარი
💥 31 აგვისტომდე რეგისტრირებულებისთვის კურსის ერთი თვის ღირებულება- 290 ლარი
❗ სასწავლო კურსზე რეგისტრაციისთვის და ჯგუფში ადგილის შენარჩუნებისთვის საჭიროა ერთი თვის ღირებულების 20% - ის წინასწარ ჩარიცხვა. აღნიშნული თანხა განკუთვნილია საბუთების განხილვისთვის. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება, ხოლო კურსის გავლის შემთხვევაში შედის პირველი თვის გადასახადში!

სასწავლო კურსის ტრენერები:
🟢მაია ბეგაშვილი- ექიმი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიაში ქართული სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი, ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი (ECP), მულტიმოდალი, ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ტრენერი და სუპერვაიზორი, ECIP – ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი, სუპერვიზორი, ტრენერი. მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) წევრთა კომიტეტის ექსპერტი, ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) ეროვნული დელეგატი საქართველოში.
🟡ნინო კობახიძე - ევროპული სერტიფიცირების ინტეგრირებული
ფსიქოთერაპევტი (ECP, ECIP); მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი,
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის კვლევითი კომიტეტის წევრი;
ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრი (MSc)
🟠მარინა კოლხიდაშვილი- ასოცირებული ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი; არტთერაპევტი; არტქოუჩი; ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის არტთერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი; არტთერაპიისა და პიროვნების თვითრეალიზაციის საერთაშორისო ფედერაციის წევრი; ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი; აკადემია ფაზისის ნამდვილი წევრი; რეჟისორი
🟣მარიამ გოჩაძე - ევროპული სერტიფიცირების ინტეგრირებული
ფსიქოთერაპევტი (ECIP); ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის სასწავლო
მიმართულებების კოორდინატორი; კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი (MSc)
📝 სასწავლო კურსზე განაცხადის შემოტანისთვის გადადით ბმულზე და შეავსეთ თავისუფალი ველები: 👇
https://docs.google.com/forms/d/1fHQVqdctU_oXFfAiBz2sZ8tbMqmClct0KNOyMtAEuic/edit
ან
მოგვწერეთ თქვენი სახელი; გვარი; საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და პროფესია მისამართზე: federation.dendroni@gmail.сom
გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მათ ვისთვისაც ეს კურსი საინტერესო და სასარგებლო შეიძლება იყოს ❤
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, გიორგი ჩუბინაშვილის 50
ტელეფონის ნომერი: 577188550; 595078182
ელ. ფოსტის მისამართი: federation.dendroni@gmail.сom
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

ჩუბინაშვილის 50, Tbilisi, Georgia

Sharing is Caring:

More Events in Tbilisi

\u10e6\u10d8\u10d0 \u10e1\u10d0\u10e3\u10d1\u10e0\u10d4\u10d1\u10d8 Teen
Wed Oct 02 2024 at 07:00 pm ღია საუბრები Teen

abashidze 80

Pitch Decks That Get You Funded: The Adamant Approach to Crafting Decks
Thu Oct 03 2024 at 10:00 am Pitch Decks That Get You Funded: The Adamant Approach to Crafting Decks

Moved to virtual event

\u0417\u0430\u043f\u0438\u0441\u043a\u0438 \u0441\u0443\u043c\u0430\u0441\u0448\u0435\u0434\u0448\u0438\u0445 (\u0440\u0435\u0436. \u0414. \u041a\u0440\u044b\u043c\u043e\u0432)
Thu Oct 03 2024 at 07:00 pm Записки сумасшедших (реж. Д. Крымов)

Театр Имени А. С. Грибоедова - Тбилиси

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events