Advertisement
ღია ვებინარი – პირველი ნაბიჯი დოგოთერაპიაში🦮თუ გინდა გაიგო:
🐾 როგორ მუშაობს ძაღლი ადამიანის ნერვულ სისტემაზე
🐾 როგორ ამცირებს შფოთვას და სტრესს
🐾 როგორ ეხმარება ბავშვებს ემოციების მართვაში
🐾 როგორ ვითარდება სოციალური ნდობა
🐾 რა უნდა იცოდე პროფესიული დოგოთერაპიის შესახებ?
მოგესალმები 👋
ეს ვებინარი სპეციალურად შენთვისაა.
უსაფრთხო, თბილი და პროფესიულად მომზადებული შეხვედრა, სადაც მიიღებ:
✔ რეალურ მაგალითებს
✔ ქცევით მოდელებს
✔ სტრატეგიებს მუშაობისთვის
✔ თერაპიული პროცესის საფუძვლებს
დასაწყისი ყოველთვის ერთი ნაბიჯია.
ეს ნაბიჯი შეგიძლია გადადგა შენ!!
რა არის დოგოთერაპია? 🦮
.დოგოთერაპიის სესია წარმოადგენს: 🦮მიზანმიმართულად დაგეგმილ და ემოციურად სტრუქტურირებულ ინტერაქციას ადამიანსა და ძაღლს შორის, რომელიც ემყარება ნდობის, უსაფრთხოების და თანაგრძნობის პრინციპებს. 🐕🦺მისი არსია ემოციური რეგულაციის, სოციალური ჩართულობის და ფსიქოფიზიოლოგიური ბალანსის სტიმულაცია.
🐕🦺სესია შედგება რამდენიმე თანმიმდევრული კომპონენტისგან:
🐩ემოციური კონტაქტის დამყარება – ბენეფიციარის და ძაღლის ურთიერთგრძნობითი დაკავშირება.
🐕ქცევითი სინქრონიზაცია – მოძრაობის, სუნთქვის და ტემპის თანხვედრა.
🦮ფსიქოლოგიური დისციპლინა – ბენეფიციარის აქტიური ჩართვა, ყურადღების ფოკუსირება.
🐕პოზიტიური გამყარება – მიღწეული სიმშვიდის, ინტერესის და თანაგრძნობის შეფასება.
🦁სესია მიზნად ისახავს არა მხოლოდ ემოციების განტვირთვას, არამედ თვითრეგულაციის უნარის განვითარებას;
🦮ინსტრუქტორი აკონტროლებს ემოციურ ტონუსს და მართავს პროცესის ენერგეტიკულ დინამიკას;
🤸♀️აქტივობები შეირჩევა ბენეფიციარის ასაკის, ემოციური მდგომარეობისა და მიზნის მიხედვით (სტრესის შემცირება, სოციალური ადაპტაცია, კონცენტრაცია, მოტივაცია).
🎠სესიის თერაპიული ეფექტი ეფუძნება მოლეკულურ-ნევროლოგიურ ურთიერთქმედებებს:
ძაღლთან ფიზიკური და ემოციური კონტაქტი იწვევს ოქსიტოცინის, სეროტონინის და ენდორფინების გამოყოფას, რაც ამცირებს კორტიზოლის დონეს და იწვევს შინაგან დამშვიდებას.
🎡ასევე აქტიურდება მარჯვენა ნახევარსფერო, რომელიც პასუხისმგებელია ემპათიასა და არავერბალურ აღქმაზე.
🐕🦺დოგოთერაპიის სესია არ არის მხოლოდ თამაში ან კომუნიკაცია — ეს არის ნეიროფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც ახდენს გავლენას
✔️ემოციების მართვაზე, ✔️თვითშეფასებაზე და ✔️სხეულზე ცნობიერებაზე.
სწორად სტრუქტურირებული სესია ქმნის გრძელვადიან ცვლილებებს ქცევასა და განწყობაში.
. ემოციური ჰარმონიზაცია
სესიის საწყისი ფაზა მოიცავს ბენეფიციარისა და ძაღლის ემოციურ მორგებას საერთო რიტმზე.
ამ დროს ხდება სუნთქვის, მზერისა და მოძრაობის სინქრონიზაცია — ბენეფიციარი სწავლობს შინაგანIი სიმშვიდს და ნდობის განცდას.
🐩 ინსტრუქტორი აკონტროლებს გარემოს ენერგეტიკას და ამცირებს გარე სტიმულების გავლენას.
➡ მიზანია – შეიქმნას უსაფრთხო ემოციური ფონდი და ურთიერთობის საფუძველი.
🎡სამუშაო ფაზა (ინტერაქცია და აქტივობები)
ეს ფაზა წარმოადგენს სესიის ძირითად ნაწილს, სადაც მიმდინარეობს აქტიური ინტერაქცია ბენეფიციარსა და ძაღლს შორის.
სწავლება ხორციელდება თამაშით, მოძრაობით ან სიმბოლური ქცევით.
ძაღლი ასახავს ბენეფიციარის შინაგან მდგომარეობას, ხოლო ინსტრუქტორი ამ პროცესს აფასებს და მართავს.
➡ მიზანია – ბენეფიციარმა განივითაროს ემოციური თვითრეგულაცია, ყურადღება და ემოციური კონტროლი.
ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია დოგოთერაპიის სისტემაში წარმოადგენს მოძრაობის, ბალანსის და კოორდინაციის განვითარების მხარდამჭერ მიმართულებას.
ძაღლთან ურთიერთობა ხელს უწყობს ადამიანის ნერვული და კუნთოვანი სისტემის აქტივაციას, აუმჯობესებს სხეულის სქემის აღქმას და მოძრაობის სიზუსტეს.
🦮დოგოთერაპია ფიზიოთერაპიულ ჩარჩოში აერთიანებს სხეულის და ემოციების ერთიან მუშაობას.
🤸♀️ ძაღლის თანდასწრებით მოძრაობა ხდება არა მხოლოდ სავარჯიშო, არამედ კომუნიკაციური და ფსიქოემოციური გამოცდილება, რომელიც ხელს უწყობს მთლიან რეაბილიტაციას.
🦮🐩🐕🦺დოგოთერაპიის სტრუქტურა ეფუძნება სამ ძირითად ბლოკს:
პარტნიორული მოდელი: ინსტრუქტორი ↔ ძაღლი ↔ ბენეფიციარი
თერაპიული დინამიკა: ემოციური კონტაქტი → კომუნიკაცია → პოზიტიური უკუკავშირი
რეგულაციური ფაზები:
სესიის დაწყება — ენერგიის ჰარმონიზაცია;
სესიის შუა ფაზა — აქტიური სამუშაო და ემოციური სტიმულაცია;
სესიის დასრულება — მოდუნება, რეფლექსია და სტაბილიზაცია.
📣ვებინარზე დასასწრებად დარეკეთ 599 78 78 32 ..ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში .📣
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
შარტავას 18გ, ჟიული შარტავას ქუჩა 18, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.










