Advertisement
▲მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი, 23 ნოემბერს, გიორგობას ერთდღიან სათავგადასავლო-განტვირთვა ტურს გთავაზობთ ფშავში...შეკრიბე მეგობრები და შემოგვიერთდი ^_^▲შეხვედრის დრო და ადგილი: 23 ნოემბერი, მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ , დილის 09:00 საათი.
▲სირთულე: მარტივი
▲ამინდი: მყუდრო
▲ფეხით გასავლელი მანძილი: 2-3კმ მარტივი
▲ფასი: 40 ლარი (ჩვენი ფონდის, +1მინიმუმის ჩათვლით)
▲ფასში შედის :
ტრანსპორტირება
გამყოლის მომსახურება.
სამოყვარულო ფოტო-ვიდეო გადაღება
ცხელი ყავა, ჩაი, ტკბილეული
▲არ შედის : ხინკლის და სამწვადის თანხა, რომელსაც ავაგროვებთ დილით ადგილზე
▲რას ვნახავთ?
1. ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია
2. ბოდორნის სვეტი ბუნების ძეგლი
3.კოპალა
4. კართანის წმინდა გიორგი
5.ჩარგალი, ვაჟა-ფშაველას სახლმუზეუმი (მუზეუმში შესვლა 2 ლარი . იქონიეთ მსურველებმა თან და ავაგროვებთ ადგილზე)
6.მიხა ხელაშვილის საფლავი
7.მაღაროსკარის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
8.ყველაზე გემრიელი სახინკლე ფშავში
სანახავი ობიექტების დათვალიერების შემდეგ ვჯდებით სახინკლეში და ვატარებთ საუკეთესო საღამოს თბილ გარემოში <3
▲ფინანსური მხარე:
______________
იმისათვის ,რომ დარეგისტრირდეთ და დაიკავოთ თქვენი ადგილი, საჭიროა მოგვწეროთ გვერდის პირად გზავნილებში თქვენი სახელი, გვარი, მობ. ნომერი და ტურის ღირებულების თანხა ჩარიცხოთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე
▲საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: 375407600GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG0000000375407600GEL
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: ფშავი
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს , გვერდის პირად შეტყობინებებში და ვგზავნით ჩარიცხვის ქვითრის ფოტოს ან "სქრინს".
▲გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, 4 დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება.
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია:
▲რა ჩავიცვათ?
მოხერხებული სპორტული ტანისამოსი, მთის და შემოდგომის შესაფერისად , სალაშქრო ფეხსაცმელი.
▲რა წავიღოთ?
ერთი დღის სამყოფი საკვები,მინიმუმ 1 ლიტრი წყალი, თბილი მოსაცმელი, ქუდი. საწვიმარი. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი. ( გოგონებს ქვედაბოლო და მანდილი სურვილისამებრ )
თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ ინსტრუმენტი 🙂
▲საინტერესო და საჭირო ინფორმაცია ჩვენი აქციების შესახებ.
1. დედაშვილი , მამაშვილი , და-ძმა ან ცოლ-ქმარი , დები, ძმები. (ორი პიროვნება ოჯახიდან, ერთად მცხოვრებნი) მიიღებენ საერთო თანხის 10% ფასდაკლებას ყველა ტურზე
2. ოჯახიდან სამი და მეტი წევრი , ერთად მცხოვრებნი მიიღებენ საერთო თანხის 20%-იან ფასდაკლებას.
3. წამოიყვანე 6 პიროვნება ტურზე და შენ წამოდი უფასოდ.
4. სტუდენტებისთვის ყველა ტურზე 10%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
5.მოლაშქრეთა კლუბ "ფენიქსის" წყვილები, რომლებიც შექმნიან(შექმნეს) ოჯახს და ივლიან ჩვენთან კვლავ, მიიღებენ ორ საგზურს ერთის ფასად. ანუ ორი ერთის ფასად ივლის სულ.
▲ასეთი შემთხვევების მქონენი წინასწარ შემეხმიანეთ ხოლმე პირადში ვიდრე ტურზე ჩაეწერებით.
▲იმისთვის , რომ ჩვენი ლაშქრობა იყოს სრულყოფილი, ჩვენ გვაქვს რამდენიმე წესი, რომელსაც ვიცავთ ყველა !
1.არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
2.არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში ! (წახემსებისას მცირე ალკოჰოლი დასაშვებია)
3.ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
4.საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
5.არ ვყრით ნაგავს!!! (პირიქით, რასაც შევძლებთ ვაგროვებთ და მოგვაქვს)
6.არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
7.არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
8.არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე ,არ ვქადაგებთ ან ვამტკიცებთ რაიმეს, ან შეურაწყოფას ვაყენებთ სხვა სარწმუნოების მქონე პირებს) , რათა თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება ჯგუფში
9.არ ვბილწსიტყავობთ!
10.არ ვწუწუნებთ და არ ვუქმნით სხვას დისკომფორტს!!!
11.არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
12.არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
13.ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვმქომედებთ გუნდურად! (თუ ორდღიანი ტურია,ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს თანაბრად ) !
14.არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
15.ვემორჩილებით ორგანიზატორს და მივყვებთ მის მითითებებს ტურის განმავლობაში...
▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს:
☎ 593 22 57 20 ლელა
▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, (მარშუტკიდან რომ არ უნდათ ჩამოსვლა და ეზარებათ სანახავი ობიექტების მონახულება) პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...
თავგადასავლებით სავსე ლაშქრობა ჩვენ <3
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
შუამთის ქუჩა, Tbilisi, Georgia