Advertisement
„ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება - საქართველოს გულისთვის“ სამოქალაქო ფორუმია, რომელიც ქვეყნის მომავალზე საერთო ხედვის შემუშავებას ეძღვნება.ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა გადამწყვეტ ეტაპზე საზოგადოება იკრიბებოდა და ერთად მსჯელობდა, თუ როგორი ქვეყნის აშენება სურდა. რუსეთის იმპერიიდან გამოსვლის წინ ეს იყო თავისუფალი რესპუბლიკის იდეა, საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში კი - დამოუკიდებლობისა და თავისუფლების არჩევანი. დღეს საქართველო კვლავ ისტორიულ გზაგასაყარზე დგას და ისევ ისმის მთავარი კითხვა: როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება?
„ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის“ არ არის მზა პასუხების სივრცე. ის არის ფორუმი განსხვავებული აზრების შეჯერებისა და მომავლის გააზრებისთვის. ვიმსჯელებთ სახელმწიფოს როლზე, მოქალაქისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე, ქვეყნის ღირებულებებსა და საქართველოს ადგილზე მსოფლიოში.
ფორუმი გააერთიანებს საზოგადოების აქტიურ წევრებსა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს.
📅 8 თებერვალი
🕒 15:00
📍აკაკი წერეთლის გამზირი #118, საგამოფენო სივრცე „ექსპო ჯორჯია“, მე-11 პავილიონი
დარეგისტრირდით და შემოგვიერთდით! 👉 http://bit.ly/3YWcywg
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Expo Georgia ექსპო ჯორჯია, 118 Tsereteli Ave.,Tbilisi, Georgia
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.









